1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა ბორჯომში

ბორჯომი 1 ივნისი

დღეს, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით პატარებისათვის მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.

პატარა სტუმრების წინაშე ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე სოლო შემსრულებლები წარდგნენ.

პარკის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის მოწყობილი იყო გასართობი ზონები, ვორქშოპები, სადღესასწაულო ატმოსფერო , ასევე პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლოშვილმა ყველა პატარას მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და მათ წარმატებული და ბედნიერი მომავალი უსურვა.