„მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ...“ - რას ამბობს გოგა მანია
1749066865
თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან წარმომადგენლები დაესწრნენ. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას, რომლის მომდევნო რაუნდი მიმდინარე წლის 25-26 ივნისს არის დანიშნული.
საქართველოს მხრიდან საუბარი შეეხო უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებულ რთულ ვითარებას და ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებსა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებზე.