„ზოგჯერ ცხოვრების გაკვეთილი ასეთია: ბოლომდე უნდა გატყდე, რათა თავიდან აეწყო“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგმა და ფსიქოლოგმა გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კეთილ და ბოროტ საქმეებზე, ცხოვრებისეულ არჩევანსა და ადამიანურ გამძლეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ღმერთი ადამიანს გზას აძლევს, თუმცა საბოლოო არჩევანი თავად ადამიანზეა დამოკიდებული. გიორგი ლობჯანიძე აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში ხშირად რთული პერიოდები აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი გაძლიერდეს და თავიდან „აიწყოს“.

„არასდროს დანებდეთ, ზოგჯერ ზუსტად ბოლო გასაღები აღებს კარს. ღირსეული ადამიანი მაშინაც სწორ გზას ირჩევს, როდესაც მარტოა,“ — წერს გიორგი ლობჯანიძე.