პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როგორ მივხვდეთ, რომ გაგვთვალეს? „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერით ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია თავის დასაცავად მარტივ ხერხებს გვასწავლის.
„როგორც კი ემოციის ცვალებადობა ხდება, ეს არის გათვალვის ზემოქმედება. ხარ ძალიან კარგ ხასიათზე, გამოხვედი სახლიდან პოზიტიურად, დადებითად, შეგხვდა ვიღაც და შენი ხასიათი სწრაფად წაიშალა. ეს პირველი სიმპტომია იმისა, რომ შენზე ვიღაცამ ზემოქმედება მოახდინა. ამ დროს ძალიან სწრაფად უნდა მოვიყვანოთ ენერგია მწყობრში. ეს არის ვარჯიში, გაზმორვა, გააქტიურება ენერგიის. ამ შემთხვევაში, ლომონიანი წყალი შეიძლება იყოს ძალიან კარგი, მჟავე, C-ვიტამინიც კი. როგორც კი ენერგია ცოტათი მოვა თავის მდგომაეობაში, იწყებ გამოსვლას. ასევე, კარგია ცივი წყალი. ორგანიზმს პატარა შოკი უნდა, კარგია წამორტყმა, ჩქმეტა.
დედას შეუძლია აიღოს ხელი, სახეზე ჩამოუსვას შვილს და ხელი დაიფერთხოს. ეს არის ის ზემოქმედება, რომლითაც ჩვენს შვილებს დილით, სეირნობის დროს მიღებულ ნეგატივს ავარიდებთ.
სანამ გახვალთ სახლიდან, შეგიძლიათ, ეს სიტყვები თქვათ: „ჩემო მფარველო ანგელოზო, იყავი ჩემთან, ჩემს მცველად და მფარველად.“