VIDEO: რატომ არ უნდა მივირთვათ უზმოზე ტკბილეული – გიორგი ღოღობერიძის რჩევა

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს და გვეუბნება რომ ტკბილეულის მიღება უზმოზე არ შეიძლება.

„როდესაც გირჩევენ, რომ მშიერზე ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები არ უნდა მიიღო, უნდა დაუჯერო და გეტყვი რატომ. იმის გამო, რომ თქვენი კუჭი ცარიელია, მათში არსებული გლუკოზა პირდაპირ სწორ ნაწლავში აღმოჩნდება. სულ რამდენიმე წუთში სისხლში გლუკოზის რაოდენობა არანორმალურ რიცხვს მიაღწევს. პანკრეასი იქნება შოკში, ეს რა ხდებაო და გამოყოფს გიჟივით ინსულინს.

სწორედ ამიტომ მოგვემატება წონა, მუცლის ცხიმი. სისხლში გლუკოზის რაოდენობა დავარდება და ისევ ტკბილის მიღება მოგინდება. ამიტომაც არის, რომ მშიერზე ტკბილეული არ უნდა მიირთვათ. მისი მიღება რეკომენდირებულია საუზმის შემდეგ, როდესაც კუჭი უკვე სავსეა. გლუკოზა ამ დროს ნელ-ნელა შეიწოვება და პანკრეასიც მშვიდად იქნება“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.