პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინსულტის სტატისტიკა ყოველწლიურად იმატებს და ის ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებად ითვლება. ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, არის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს მას:
- ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. სიმპტომები შესაძლოა, წამებში, წუთებში განვითარდეს.
ხდება ბალანსის დარღვევა, შესაძლებელია, ამას თან ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
მხედველობის გაუარესება, პაციენტს ბუნდოვანი მხედველობა აღენიშნება.
სახის ერთი ნაწილის ასიმეტრია ფიქსირდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წამებში ვითარდება.
ზედა, ან ქვედა კიდურის სისუსტე, შესაძლოა, სიარულის გაძნელება აღენიშნებოდეს, ან პაციენტი საერთოდ დაეცეს.
პაციენტს უჭირს მეტყველება
დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას იმიტომ, რომ ინსულტის დროს სწრაფი ჩარევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც წესი, ინსულტი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით იწყება. როგორც აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანა.
ორი ტიპის ინსულტი არსებობს - იშემიური და ჰემორაგიული.
იშემიური ინსულტი შეიძლება თრომბით განპირობებული იყოს, რა დროსაც კონკრეტული სისხლძარღვი თრომბით დაიხშობა და სისხლის მიმოქცევა ირღვევა.
იშემიური ინსულტი შესაძლოა არითმიული კარდიოემბოლიით იყოს განპირობებული, როდესაც შესაძლებელია, ადამიანს გულის არითმია, მათ შორის, მოციმციმე არითმია ჰქონდეს და ამან გამოიწვიოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკონტროლოთ.
გარდა ამისა, იშემიური ინსულტი შესაძლოა, ცერებრული ჰიპოპერფუზიით იყოს განპირობებული. ის კარდიოლოგიურ პრობლემებს, გულის უკმარისობას,ფილტვის ემბოოლიას, სეფსისს შეიძება უკავშირდებოდეს, რამაც შესაძლოა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დაარღვიოს.