1751744974
„ტელეფონი, სამკაულები, გასაღები, ლოსიონები, თმის საღებავები...“ - რა შეიძლება იწვევდეს ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს და როგორ შეიძლება, ამოვიცნოთ ის

ექიმი-დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" ალერგიული კონტაქტური დერმატიტის შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ სიმპტომებს, რომლებითაც შეგვიძლია, პრობლემა ამოვიცნოთ:
- ხშირად, რასაც ადამიანი კანზე დაზიანებად ხედავს, ყველაფერს ალერგიულ დერმატიტს ეძახის. მათ შორის, ბავშვების შემთხვევაშიც. თავად სიტყვა დერმატიტი კანის ანთებას ნიშნავს. ის შეიძლება სხვადასხვა ხასიათის იყოს. მაგალითად, ატოპიური დერმატიტი კანის ბარიერის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემაა, რომელიც ყველაზე ხშირი ბავშვებშია. თუმცა, მოზრდილებშიც შეიძლება, შეგვხვდეს. ის კანის სიმშრალესთან ასოცირდება.
ხოლო, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა. არსებობს ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ე.წ. მეოთხე ტიპის, დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციაა. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ნიშნავს, რომ უცხო ანტიგენზე კონტაქტი უნდა მოხდეს კანთან, რომ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია მოგვცეს. ეს დაყოვნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიან ვლინდება. 24, 72 საათი ან კიდევ რამდენიმე დღე და კვირაც კი შეიძლება, დასჭირდეს, რომ რეაქცია გამოვლინდეს.
ნახეთ ვიდეო სრულად ⇓