სურვილი სუფთა ფურცელზე დაწერეთ, დაახვიეთ და ცეცხლი წაუკიდეთ... - რა უნდა გააკეთოთ 22 დეკემბერს, რომ კეთილდღეობა მოიზიდოთ

ჰოროსკოპი

22 დეკემბერს 2022 წლის ზამთრის მზებუდობაა. ზამთრის მზებუდობა ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აღორძინების პერიოდი და ახალი მოვლენების დასაწყისია.

არსებობს ბევრი სხვადასხვა ცრურწმენა, რომლებსაც ადამიანები ამ დღეს წარმატებისა და სიკეთის მოსაზიდად იყენებენ. მაგალითად:

ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ სურვილი სუფთა ფურცელზე დაწეროთ, გრძივად დაახვიოთ, სანთელი აანთოთ, ფურცელს ერთი ბოლოდან წაუკიდოთ და დაელოდოთ სანამ ნელ-ნელა, თავისით არ დაიწვება. ამ დროის განმავლობაში კი თქვენი ოცნებები და სურვილები კიდევ ერთხელ გაუშვით კოსმოსში. ფერფლი კი ქარიან დღეს გარეთ მიმოფანტეთ. მიიღეთ აბაზანა, ჩააქრეთ შუქი და სანთლები აანთეთ. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში დაგროვილი ყველა ტკივილი, წყენა და უარყოფითი ემოცია ამ წყალს მიჰყვება და თავისუფლდებით.

ეს სულიერ ტკივილსა და დარდს სულ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ.გარდა ამისა, ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიაში წახვიდეთ, რომელიმე მცენარისა თუ ყვავილის თესლი იყიდოთ და ახალ ქოთანში დათესოთ. სიმბოლურად, ეს თქვენს სახლში განახლებულ ენერგიას, სითბოსა და მზის სხივებს შემოიტანს. გაზაფხულზე კი მცენარე სხვაგან გადარგეთ.ზამთრის მზებუდობის დღეს რეკომენდებულია, დაიწყოთ ახალი პროექტი, ან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ იმ მიზნისკენ, რომელიც გაქვთ. ადრე ადექით და სამყაროს მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რაც გაქვთ. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად.