ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
შეიძლება თუ არა მენსტრუალური ციკლის დროს ანუ "დედათა წესის" დროს ტაძარში მისვლა? - ეს არის კითხვა, რომელიც ეკლესიურ ქალბატონებს უჩნდებათ და აინტერესებთ.
ამ დროს ქალი ერიდება ეკლესიაში შესვლას, ჯვარზე ან ხატზე მთხვევას, თავს იკავებს კურთხევის აღებისგან, დგას ეკლესიის შემოსასვლელში (სტოაში) და მართალთა შორის დგომასა და ლოცვას ერიდება.
შეიძლება თუ არა ადამიანს ღმრთისგან განაშორებდეს ორგანიზმის ბუნებრივი პროცესები? - ცხადია, არა.
ღმერთისთვის უწმინდური არაფერია. არც ეს ითვლება უწმინდურობად. ეს ცხოვრების ჩვეული რიტმია და ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში შეგიძლიათ მიხვიდეთ ტაძარში და ილოცოთ.
III საუკუნის მეორე ნახევარში კითხვას პასუხი გასცა წმ. კლიმენტ რომაელმა თხზულებაში "მოციქულთა დადგენილებანი".
"ვინმე თუ იცავს და აღასრულებს თესლის დაღვრასთან ან დინებასთან, ასევე სჯულიერ შეერთებასთან დაკავშირებულ იუდაურ წესებს, დე გვითხრან, წყვეტენ თუ არა ისინი ლოცვას იმ ჟამსა და დღეებში, როდესაც მსგავს რამეს ექვემდებარებიან; ან ეხებიან თუ არა ბიბლია, ან თუ ეზიარებიან? თუ გვეტყვიან, რომ წყვეტენ, მაშინ აშკარად არ ჰქონიათ მათ საკუთარ თავში სულიწმიდა, რომელიც ყოველთვის მყოფობს მორწმუნესთან... სინამდვილეში, თუკი შენ, დედაკაცო, ფიქრობ, რომ შვიდი დღის განმავლობაში, როდესაც თვიური გაქვს, გტოვებს სულიწმიდა; მაშინ გამოდის, რომ უეცარი სიკვდილის შემთხვევაში გახვალ სულიწმიდისა და ღმრთისადმი სასოების გარეშე. მაგრამ, სულიწმიდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შენთანაა... რამეთუ არც სჯულიერი შეერთება, არც მშობიარობა, არც სისხლის დინება, არც სიზმარში თესლის დინება ვერ შებილწავს კაცის ბუნებას ან განაშორებს მას სულიწმიდას, მისგან მხოლოდ მწვალებლობა და უსჯულო საქმიანობა განაშორებს.
მაშ, დედაკაცო, თუკი შენ, როგორც ამბობ, თვიური განწმენდის დღეებში სულიწმიდა არ გაგაჩნია, უწმინდური სულით უნდა იყო აღვსილი. რამეთუ, როდესაც არ ლოცულობ და არ კითხულობ ბიბლიას, უნებლიედ იწვევ მას საკუთარ სულში...
ამიტომაც, თავი შეიკავო, ო, დედაკაცო, ამაო საუბრებისგან და ყოველთვის გახსოვდეს შენი შემოქმედი, ევედრე მას... და ნუ აქცევ ყურადღებას - ნურც ბუნებრივ განწმენდას, ნურც სჯულიერ შეერთებას, ნურც მშობიარობას, ნურც მუცლის მოშლას, ნურც ხორციელ ნაკლს. უაზრობაა ამდაგვართადმი ყურადღების მიქცევა და სულელ ადამიანთა გამონაგონია.
... ქორწინება პატიოსანია და პატივდებული, ბავშვების შობაც წმიდაა... და ბუნებრივი განწმენდებიც სიბილწე როდია ღმრთის წინაშე, რომელმაც ყველაფერი ბრძნულად მოაწყო, რათა ასე ჰქონოდათ დედაკაცთ... მაგრამ სახარების მიხედვითაც, როდესაც სისხლმდინარე დედაკაცი შეეხლო მაცხოვრის სამოსის კიდეს, რომ განკურნებულიყო, უფალმა კი არ გაკიცხა იგი, არამედ უთხრა: "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ" (მათე 9:22).
***
VI საუკუნეში ამავე თემაზე წერდა წმ. გრიგოლ დეოლოგოსი (გადმოცემის მიხედვით, სწორედ მას ეკუთვნის პირველშეწირულის ლიტურგია, რომელსაც დიდი მარხვის სადაგ დღეებში მსახურობენ).
მოცემულ კითხვაზე ის პასუხობს ინგლისელთა არქიეპისკოპოს ავგუსტინეს, და ეუბნება, რომ ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიაში შესვლა და საიდუმლოებებთან მიახლება - ბავშვის გაჩენისთანავეც და თვიური განწმენდის დროსაც: "არ უნდა ავუკრძალოთ დედაკაცს თვიური განწმენდის დროს ეკლესიაში შესვლა, რადგან მისი დანაშაული როდია ის, რაც მისცემია ბუნებითგან, და რისგანაც დედაკაცი მისი ნების გარეშე იტანჯება. ჩვენ ხომ ვიცით, როდესაც სისხლმდინარე დედაკაცი, რომელიც უკნიდან მიეახლა უფალს და მისი სამოსის კიდეს შეეხო მყისიერ განიკურნა. მაშ, თუკი მას შეეძლო სისხლმდინარების დროსაც შეხებოდა უფლის სამოსს და მიეღო განკურნება, თვიური განწმენდების დროს რატომ არ უნდა შეეძლოს მას უფლის ტაძარში შესვლა?...
ასეთ დროს დედაკაცისთვის არც წმიდა ზიარების საიდუმლოს აკრძალვა შეიძლება. თუ ის არ გაბედავს მის მიღებას დიდი მოწიწების გამო, ეს ფრიად საქებარი იქნება, მაგრამ, თუ მიიღებს არ ჩაიდენს ცოდვას... და თვიური განწმენდებისას დედაკაცები ცოდვილნი არ არიან, რამეთუ ეს მათი ბუნებისამებრ ხდება...
მიეცით დედაკაცებს უფლება მოიქცნენ მათი შეხედულებისამებრ, და თუ ისინი თვიური განწმენდების დროს ვერ გაბედავენ უფლის უპატიოსნეს სისხლთან და ხორცთან მიახლებას, შევაქოთ ისინი ღვთისმოსაობისთვის. ხოლო თუ ისინი... მაინც მოისურვებენ ამ საიდუმლოსთან ზიარებას, როგორც უკვე ვთქვით, არ გვმართებს მათდამი წინააღმდეგობა".
ამდენად, დედათა წესის დროს, სახლში ლოცვაც შეგიძლიათ და ტაძარშიც. შეგიძლიათ მიჰყვეთ სულიერი მოძღვრის რეკომენდაციებს.
ასევე დაგაინტერესებთ: