შეიძლება თუ არა გართობის მიზნით, თოვლის ჭამა - ექიმების პასუხი

თოვლი

ექიმების თქმით, ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში თოვლის გასინჯვა შესაძლებელია, თუმცა ქალაქში თოვლის ჭამა არ არის რეკომენდებული.

ექიმმა სარა კროკეტმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის, თუ სუფთა ჰაერზე სეირნობისას ადამიანები ერთ მუჭა თოვლს გასინჯავენ.

თუმცა, ზოგჯერ ადამიანები ამზადებენ თოვლის კრემს“, ეს არის თოვლი, შერეული რძესთან, შაქართან და ვანილთან. მსგავსი „რეცეპტი“ აქტიურად ვრცელდება TikTok-ზე. ასევე პოპულარულია „შაქარი თოვლზე“ , ტკბილეული, რომელიც მზადდება ცხელი ნეკერჩხლის სიროფის თოვლზე დასხმით. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თოვლი ყოველთვის საკმარისად სუფთა არ არის, რომ ის საკვებად გამოვიყენოთ.

თოვლი, ისევე როგორც წვიმა და სხვა ატმოსფერული ნალექები, ჰაერს წმენდს, მაგრამ მიწაზე დაცემისას ის შთანთქავს დამაბინძურებელ ნაწილაკებს. თოვლის ფიფქები განსაკუთრებით ბევრ მინარევს იწოვენ, რადგან ისინი ნელა ეშვებიან და უფრო დიდი, ღია ზედაპირი აქვთ, ვიდრე წვიმის წვეთებს.

ქვანახშირის ელექტროსადგურებთან ან ქარხნებთან, რომლებიც ჰაერში მყარ ნაწილაკებს გამოყოფენ, დაცემული თოვლი განსაკუთრებით დაბინძურებულია. ამიტომ თოვლის გასინჯვა მხოლოდ იმ ადგილებში შეიძლება, სადაც მსხვილი სამრეწველო ობიექტები არ არის.

მნიშვნელოვანია დროც: თოვლის პირველი ტალღა ყველაზე მეტ მყარ ნაწილაკს შეიცავს. ამიტომ, თუ მაინც აპირებთ თოვლის შეგროვებას, უმჯობესია დაელოდოთ მეორე თოვლს.

მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ თოვლს სინამდვილეში სუნიც აქვს. სხვადასხვა ადგილას თოვლს განსხვავებული სურნელი აქვს.