თბილისში წყალი შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1730228123
საზამთრო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს.
ზაფხულში, როცა ორგანიზმი გამუდმებით ითხოვს სითხეს, შესანიშნავი გამოსავალია საზამთრო. შეგიძლიათ საზამთრო თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშიც ჩააყენოთ, თუნდაც დაიცვათ დიეტა, რომელიც ამ ბაღჩეულ კულტურას ეფუძნება. საზამთრო 100 %-ით დიეტური პროდუქტია. ჯერ ერთი დაბალკალორიულია – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 30 კილოკალორიას უდრის. არც არის გასაკვირი – საზამთროს 98 % ხომ წყალია. გარდა ამისა, ეს ბაღჩეული, შეიცავს ფრუქტოზას, B1, B2, PP, C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, პექტინებს, უჯრედისს. ეს არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ყოველწლიურად ამდიდრებს თქვენი კვების რაციონს.
ეხმარება ორგანიზმის ჰიდრაციას
საზამთროს 92% წყალია, რაც განაპირობებს აქტიურ ჰიდრაციას.
შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს
საზამთრო დიდი ოდენობით შეიცავს - C, A, B1, B5-სა B6 ვიტამინებს. ასევე მინერალებს - პოტასიუმსა და მაგნეზიუმს.
ამცირებს კიბოს წარმოქმნის ალბათობას
ლიცოპენის შემცველობის გამო, საზამთროს მიღება ამცირებს კიბოს გაჩენის რისკებს.
აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას
სხვადასხვა ვიტამინების შემცველობის გამო, საზამთროს აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
აქვს ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი
საზამთროს შემადგენლობაში ამინომჟავა ციტრულინის არსებობა ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას კუნთების არეში.
სასარგებლოა კანისა და თმისთვის
საზამთროში უხვად არსებული A და C ვიტამინების შემცველობა აუმჯობესებს კანისა და თმის ხარისხს.
აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას
საზამთროს მიღება აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ხელს უწყობს მომნელებელ სისტემას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
LIVE: ცესკოში საგანგებო ბრიფინგია
1730228956