„მძიმეა ამაზე საუბარი...“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1769458880
ექიმ-ვეტერინარის ვახტანგ მამალაძის განმარტებით, იწვევს თუ არა ძაღლის ან კატის ბეწვი რაიმე საფრთხეს ადამიანისთვის? - ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. სპეციალისტი განმარტავს, თუ რისგან წარმოიქმნება ალერგიული რეაქციები და საზოგადოებას საიმედო რეკომენდაციებს უზიარებს:
„ყველაზე ხშირად ისმის კითხვა: საშიშია თუ არა ცხოველის ბეწვი? არა, არა და არა! ძაღლის ბეწვი არ არის საშიში, უბრალოდ, მინდა, ყველას გააგებინოთ, როდესაც გვყავს სახლში, უნდა დავბანოთ, დავამუშაოთ ჭიებზე და უნდა ავცრათ. ბეწვი იგივე თმაა, რომელიც ადამიანს თავზე გააჩნია. ალერგიული ადამიანებისთვის მინდა განვმარტო, რომ თუ ბეწვზე არსებობს კანის ფუფხი, შარდის ან განავლის ნაწილები, სწორედ ეს იწვევს ალერგიას. გამომდინარე აქედან, უნდა დაიცვათ ცხოველის ჰიგიენა“, - ამბობს ვეტერინარი.