გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1752592056
პედიატრი, ეკა უბერი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"საუბრობს იმ რისკებზე, რომლებიც მზიან ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანას თან ახლავს:
'როცა გარემოს ტემპერატურა მაღალია, ბავშვის კანი ძალიან თხელია და შესაბამისად, სითხე ადვილად ორთქლდება. ბავშვის ორგანიზმი წყალს ადვილად კარგავს და ხშირად გაუწყლოება ხდება. ამიტომ, სასურველია, 10-დან 6 საათამდე ბავშვი მზეზე საერთოდ არ გაიყვანოთ. ასევე, თუ გარემოს ტემპერატურა +27, +28 გრადუსს აღემატება, ჯობს, გარეთ არც ამ შემთხვევაში გავიყვანოთ, რადგან არა მხოლოდ მზე, არამედ დახუთული ჰაერიც საშიშია.
ბავშვები მზეზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ, დილით, 8-9 საათისკენ, მანამ, სანამ მზე ზენიტში გადავა. D ვიტამინის პირველი და ძირითადი წყარო მზის სხივია. თუმცა, მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ჯობს, ბავშვს D ვიტამინი ხელოვნურად მივაწოდოთ, ვიდრე მზის სხივით, რომელსაც თან დამწვრობა, სითბური დაკვრა, ორგანიზმის გადახურება, გაუწყლოება ახლავს. შესაბამისად, საღამოს 6 საათამდე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ბავშვის მზეზე გაყვანა საერთოდ არ არის სასურველი".