რომელი ფერის ფრჩხილის ლაქი იზიდავთ მამაკაცებს ყველაზე მეტად

ქალი

ერთადერთ, რასაც მოდის ტენდენციების ხშირი ცვლის არ ეშინია, ფრჩხილის წითელი ლაქია. ტრენდის ცვლილების მიუხედავად, ის არასდროს კარგავს აქტუალურობას - უნივერსალურია, შესაფერისია ნებისმიერი შემთხვევისთვის და უხდება ყველას, ასაკის მიუხედავად.

ახლახან მისი პოპულარობის ახალი თეორია წარმოიშვა, მას შემდეგ, რაც ეს ფერი აქტუალური გახდა TikTok-ზე.

ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა რობინ დელმონტემ ჩაწერა ვიდეო, სადაც ამტკიცებდა, რომ წითელი მანიკიური ქალს უფრო მიმზიდველს ხდის მამაკაცებისთვის. ბლოგერი ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ფრჩხილებს წითლად იღებავს, მამაკაცებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს.

რობინის თქმით, ის ფაქტი, რომ ლაქების ასეთი პალიტრა აქამდე არ არსებობდა და ქალების უმეტესობა ფრჩხილებს წითლად იღებავდა, წითელი ლაქი მამაკაცებში ბავშვობისა და საკუთარი დედების შესახებ მოგონებებს აღძრავს.

TikTok-ის ზოგიერთ მომხმარებელს ეს თეორია ძალიან ლოგიკურად მიაჩნია. ზოგი მას ოიდიპოსის კომპლექსსა და ფროიდის ფსიქოანალიზს უკავშირებს.

და სანამ სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბჭობა, მოდით, წითელი ლაქის შექმნის ისტორია გავიხსენოთ.

ფრჩხილების წითლად შეღებვა თავდაპირველად მამაკაცებმა დაიწყეს. ეს კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნის წინ მოხდა. ბუნებრივი საღებავებით (ლაქი, რა თქმა უნდა, მაშინ არ არსებობდა) მამაკაცები თავიანთი სოციალური სტატუსის დემონსტრირებას ცდილობდნენ. ყველაზე მდიდრები ფრჩხილებს წითლად იღებავდნენ, ნაკლებად მდიდრები კი - მწვანედ.

90-იან წლებში წითელი ლაქის პოპულარობა პრინცესა დიანას წყალობით კიდევ უფრო გაიზარდა. ჭორების თანახმად, დედოფალ ელისაბედს მკვეთრი ფერის მანიკიური საშინლად არ მოსწონდა. მიუხედავად ამისა, იგი დიანას ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად იქცა.დღეს კი ფაქტი ერთია - წითელი მანიკიური იყო და რჩება ყველაზე პოპულარულ ფერად მსოფლიოში. ახლაც, როდესაც ლაქის ტენდენციები მრავალფეროვანია, სტატისტიკის მიხედვით, ქალების უმეტესობა მაინც წითელ ფერს ანიჭებს უპირატესობას.