რომელ ყავას მიიჩნევენ ექიმები ყველაზე მავნედ

რძიანი ყავა

„შავი ყავა ყველაზე ჯანსაღია, რადგან ის მხოლოდ ყავა და წყალია“, - ამბობს ნუტრიციოლოგი დანა ჰანესი ჟურნალ MEL-თან ინტერვიუში. დილით ახლად მოხარშული ამერიკანოს ან ესპრესოს ერთი ფინჯანი არომატული ყავა აუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და კონცენტრაციას, გვეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში და უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან.

მაკიატო

მაკიატო არის ესპრესო, რომელსაც მიირთმევენ რძის ქაფთან ერთად. „რძის მცირე რაოდენობის გამო, ის, როგორც წესი, ისეთივე ჯანსაღია, როგორც ესპრესო, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რძის ტიპზე“, - განმარტავს ჰანესი. ნუტრიციოლოგის თქმით, ყველაზე ჯანსაღი მაკიატო მცენარეული რძით არის დამზადებული: სოიოს ან ნუშის ბაზაზე.

კაპუჩინო

კაპუჩინო შედგება ერთი მესამედით ესპრესოსგან, ერთი მესამედით რძისგან და ერთი მესამედით ქაფისგან. ეს ნიშნავს, რომ ეს ყავის სასმელი შეიძლება შეიცავდეს არაჯანსაღ ცხიმებს და დამატებით კალორიებს. თუმცა, მცენარეული რძით დამზადებული კაპუჩინო უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა.

ლატე

„ეს, ძირითადად, ესპრესოსთან შერეული რძის სასმელია“, - განმარტავს ჰანესი და ეს, ნუტრიციოლოგის თქმით, ლატეს ერთ-ერთ ყველაზე მავნე ყავად აქცევს. მაღალი ცხიმიანობისა და კალორიულობის გარდა, რძე ანეიტრალებს ყავაში შემავალ სასარგებლო ანტიოქსიდანტებს. ასეთი ტიპის ყავა კი კიდევ უფრო ართულებს მონელებას.

მოკა, ფრაპუჩინო

ყველა ეს არის „თხევადი დესერტი“, რომელიც შეიცავს შაქარს და სხვადასხვა რძის დანამატებს (რძე, ნაღები, ათქვეფილი ნაღები). ამის გამო, ასეთ სასმელებს არანაირი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით, ისინი ორგანიზმს აზიანებენ. უმჯობესია, თავი აარიდოთ მათ ან სულ მცირე, ყოველდღე არ დალიოთ.