როგორ უნდა შეარჩიოთ ბედნიერების მომტანი ფარდები სახლისთვის

ფარდები

ძველად სოფლებში დარაბები იცავდა სახლს მწველი მზის, ქარისა თუ მოდარაჯე ცნობისმოყვარეს მზერისგან. მოგვიანებით ის ფარდებმა შეცვალა, რომელიც დღეს ინტერიერის ჩვეული და მნიშვნელოვანი შემადგენელია და ბევრი ხალხური გადმოცემა და მინიშნებაც უკავშირდება.

– ფარდის ყიდვისას, ბევრი დიასახლისი ქსოვილს ავეჯის ან კედლის ფერის შესაბამისად ირჩევს. მაგრამ, ვისაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს, იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რა გავლენას მოახდენს ფარდების ფერი ბინაში მცხოვრებლებზე. მაგალითად, მწვანე – ჯანმრთელობის, აღორძინებისა და ზრდის სიმბოლოა. ამიტომ, მწვანე ფარდებიან ოთახში ადამიანი სწრაფად აღიდგენს ძალებს ხანგრძლივი ავადმყოფობისა თუ მძიმე სამუშაო დღის შემდეგაც. მწვანე სახლს კეთილგანწყობილ, თბილ ატმოსფეროს უნარჩუნებს, ჩხუბსა და კონფლიქტებს არიდებს. ლურჯი სულის სიმშვიდე, მშვიდობა და ჰარმონიაა. ამიტომ, ასეთი ფარდები კაბინეტში კი არა, საძინებელში უნდა დაკიდოთ – იდეალურია მისთვის: თრგუნავს შფოთვას, ხსნის გაღიზიანებას, აძლიერებს ინტუიციას, მოგადუნებთ და შინაგან სიმშვიდეს მოგგვრით. წითელი, როგორც სიცოცხლის ენერგიისა და ბედნიერების სიმბოლო, ისეთი ოთახებისთვისაა შესაფერისია, სადაც სახლის ბინადარნი ბევრს მოძრაობენ, მაგალითად, სამზარეულოსთვის. წითელი ფარდები ადამიანს ამ ოთახში მიზანდასახულობას, აქტივობას და გამარჯვების სურვილს უძლიერებს. ვარდისფერს მოაქვს რომანტიკული განწყობა, აღვივებს სიკეთეს, ხელს უწყობს მოლაპარაკებებს და თავიდან აგაცილებთ კონფლიქტებს. ამიტომ, უპირველესად, ვარდისფერი ფარდები ნამდვილ სიყვარულზე მეოცნებეებისთვისაა. ის ასევე, ხელს უწყობს დეპრესიიდან გამოსვლას და ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნებას. მაგრამ ეს ფერი შეუფერებელია საძინებლისთვის, რადგან სიყვარულში იღბალს ვერ მოგიტანთ.

– ყვითელი განშორების ფერიაო, გამიგია, ასეა?

– ყვითელი ფარდა აუმჯობესებს განწყობასა და ურთიერთობებს, დაგეხმარებათ დეპრესიასთან გამკლავებაში. ყვითელი ფერი სახლს მზის ენერგიითა და სითბოთი ავსებს, დაგმუხტავთ ოპტიმიზმით, მოგანიჭებთ სიხარულს და დაგაძლევინებთ სიზარმაცეს. გამოდგება სამზარეულოსა ან მისაღები ოთახისთვის. ნარინჯისფერი – დაგაჯილდოებთ შემოქმედის ენერგიით, გაგხდით უფრო ჭკვიანს, რათა უკეთ შეიგრძნოთ ცხოვრების გემო. ატმისფერი კი სიხარულს მოგიტანთ, მთლიანად სითბოს საბურველში გაგხვევთ, იგ განაგრძრძნობთ ძალის მოზღვავებას და განდევნის თქვენგან ნეგატიურ გრძნობებს. დაბოლოს, ყავისფერი ან შავი – ასეთი ფარდები უარყოფითად მოქმედებენ ოჯახის წევრთა ცხოვრებაზე. განაგრძეთ კითხვა