1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მეხსიერების დაქვეითებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, ამან გლობალური სახე პანდემიის დროს მიიღო. კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანების უმეტესობა გულმავიწყობას უჩივის, რაც, ცხადია, დიდ დისკომფორტს ქმნის.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ 6 მეთოდს, რომელთა ყოველდღიურობაში დაცვით მეხსიერებას შეინარჩუნებთ:
1. წიგნის ხშირი კითხვა - თუ თქვენ წიგნს ხშირად კითხულობთ, ჩათვალეთ, რომ ეს გადაწონის ყველაფერ იმას, რას ჩვენ აქამდე ვთქვით.
2. მოწევისთვის თავის დანებება - შეიძლება თქვენ არ ხართ მწეველი, მაგრამ თქვენი მეგობარია, მეუღლე, მამა, ან დედა, ეს არის პასიური მწეველობა, რაც ასევე ძალიან საზიანოა თავის ტვინისთვის.
3. ჭარბი წონის მოგვარება - თქვენ შეიძლება წონა მაინცდამაინც არ გაწუხებთ, მაგრამ ის აწუხებს ჩვენს თავის ტვინს. ჭარბი წონა ნიშნავს ათეროსკლეროზის მაღალ რისკს, თავისთავად, მერე თავის ტვინის დაზიანების ასევე მაღალ რისკსაც.
4. მაღალი წნევის კონტროლი - მაღალი წნევა ძალიან საზიანოა ჩვენი თავის ტვინისთვის, რადგან იწვევს დაქვეითებულ სისხლმომარაგებას.
5. ფიზიკური აქტივობა - ამას უნდა მიეჩვიოთ. მანქანა შორს გააჩერეთ, კიბეებზე ადით, მეტი მოძრაობა ნიშნავს მეტ სისხლის მოძრაობას, რაც თავის ტვინს კარგად გამოკვებავს.
6. სოციალური ურთიერთობები - უნდა გყავდეთ ძალიან ბევრი მეგობარი, უნდა გყავდეთ ძალიან ბევრი კომუნიკატორი იმისთვის, რომ თქვენ მათთან კონტაქტით თავის ტვინი მუდმივად ავარჯიშოთ. იზოლირება სოციუმისგან ეს თავის ტვინისთვის კარგი არჩევანი არ არის, რადგან ჩვენ ვართ სოციალური არსებები.