როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია, თუ „დუტის“ ქურთუკში ბუმბული დაჯდა

ქურთუკი


ზამთრის ფუმფულა ქურთუკების ყველაზე დიდი პრობლემა არის ბუმბული და მისი არასწორი გადანაწილება,  გარეცხვის შემდეგ. ამ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია. 


შიგთავსის დაშლა  და მისი არასწორი გადანაწილება ხდება სარეცხ მანქანაში არასწორი რეცხვისა და გაშრობის გამო.

წყლის მოქმედებით, შიგთავსი იშლება ნაწილებად და გროვდება ქურთუკის ცალკეული ნაკერიანი მონაკვეთების კუთხეებში. გაშრობისას ის შრება, იკუმშება და უსწორმასწორო ფორმას აყალიბებს ქურთუკში.

ამავდროულად, რაც უფრო დიდია ქურთუკის ნაკერი სექციები, მით უფრო დეფორმირებულია ის. რჩება შეუვსებელი ადგილები მხრებსა და მკერდზე. ქურთუკის უფრო პატარა სექციები საშუალებას აძლევს მას, შეინარჩუნოს თავდაპირველი ფორმა. 

რაც უფრო გრძელია ქურთუკი, მით უფრო რთულია ამ პრობლემის მოგვარება.

როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემა
იმისათვის, რომ არ შეგექმნათ ქურთუკში ხელოვნური ან ბუნებრივი შემავსებლის ჩამოშლის პრობლემა, მიზანშეწონილია, გამოიყენოთ ხელის სარეცხი საშუალება, წყლის ტემპერატურაზე 30⁰С-მდე.

მანქანით რეცხვისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დელიკატური რეჟიმი, ოღონდ წყლის იგივე ტემპერატურით და ბრუნვის ციკლით, არაუმეტეს 500. გარდა ამისა, ქურთუკის რეცხვისას მიზანშეწონილია, ჩადოთ რამდენიმე ჩოგბურთის ბურთი ბარაბანში. 

რეცხვისას ფხვნილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნორმას, ხოლო გარეცხვის შემდეგ უნდა ჩატარდეს პროდუქტის დამატებითი გამორეცხვა.

გააშრეთ ქურთუკი მშრალ, ოთახში ფართო მხრებიან საკიდზე, დროდადრო შეანჯღრიეთ, რომ შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს.

როგორ დავაბრუნოთ პროდუქტი პირვანდელ ფორმაში
თუ გარეცხვის შემდეგ, შემავსებელი მაინც ჩამოიშალა, უნდა შეეცადოთ, რაც შეიძლება მალე გამოასწოროთ სიტუაცია. ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ თქვენ უნდა დაიწყოთ ყველაზე მარტივითა და ეფექტიანით. ჩატვირთეთ უკვე გამშრალი ქურთუკი სარეცხ მანქანაში და დაატრიალეთ ჩოგბურთის ბურთებთან ერთად, 400 ბრუნის სიჩქარით. ამის შემდეგ, ქურთუკი უნდა ააბუმბულოთ სხვადასხვა მიმართულებით, ბალიშის მსგავსად.

თუ ეს არ დაგვეხმარება ან არ გაქვთ ჩოგბურთის ბურთები, შეგიძლიათ ქურთუკი ბრტყელ ზედაპირზე გაშალოთ და ჯოხით „სცემოთ“ ან მის ზედაპირზე გაიაროთ მტვერსასრუტით, რომელიც საშუალო სიმძლავრეზე იქნება ჩართული. 

შეგიძლიათ სცადოთ და ხელებით დაჭიმოთ, ფრთხილად გამოშალოთ ყველა „ხვეული“, მაგრამ ეს უფრო გრძელი და შრომატევადი მეთოდია.