რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს - სპეციალისტების პროგნოზი
1782590353
ბევრი დიასახლისი ობის საწინააღმდეგო ქიმიურ საშუალებებში უამრავ ფულს ხარჯავს და თანაც სრულიად ამაოდ. თავიდან ჩანს, რომ შედეგი არის, მაგრამ მოგვიანებით პრობლემა კვლავ ბრუნდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა ობის გაჩენის მიზეზის პოვნა, მაგალითად, ცუდი ვენტილაცია, ნესტი და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ მასთან ბრძოლა.
ახლა მიზეზებზე არ ვისაუბრებთ, ეს ზედმეტად ვრცელი თემაა. სჯობს მოვამზადოთ ხსნარი, რომელიც დეზინფექციაში დაგვეხმარება, წერს Liked. ხარჯების თვალსაზრისით ეს თეთრების საქმეა, შედეგი კი შეუდარებელია იმ საშუალებებთან, რომლებიც მაღაზიებში საკმაოდ ძვირად იყიდება.
ავიღოთ ორი ერთლიტრიანი ქილა და თითოეულში ჩავასხათ 500-500 მლ წყალი. ერთ ქილაში ვყრით 100 გრ ჩამქრალ კირს და გულდასმით ვურევთ.
მეორე ქილაში ვყრით შაბიამანს. გამოცდილი მებოსტნეები მას ფუნგიციდს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას უწოდებენ. ეს ნივთიერება შესანიშნავად იცავს მცენარეებს სოკოვანი დაავადებებისგან. თუმცა მისი შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება: შაბიამანი ისევე ეფექტურად ებრძვის ობს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებშიც.
ამ ანტისეპტიკური საშუალებით შეგიძლიათ დაამუშაოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ზედაპირი, იქნება ეს თაბაშირ-მუყაო (გიფსოკარდონი), ხე, ბეტონი თუ აგური. ამ ხსნარისთვის ბარიერები თითქმის არ არსებობს. აქ მთავარია პროპორციების დაცვა: 1 ლიტრ წყალზე საჭიროა 10 გრ შაბიამანი. 500 მლ-იან ქილებში არსებული მასები, კერძოდ შაბიამანი, უნდა შეერიოს კირიან წყალს. ეს უნდა გაკეთდეს ნელა, წვრილი ნაკადით ჩასხმითა და მუდმივი მორევით.
ამრიგად, სრულ 1 ლიტრ წყალზე (რომელიც ორი ნახევრისგან შედგება) საჭიროა 10 გრ შაბიამანი. კარგად მორევის შემდეგ ხსნარი მზად არის.
მას ასხამენ პულვერიზატორში და ამუშავებენ ობით დაზიანებულ ადგილებს. რეცეპტი უფრო დიდი რაოდენობისთვის: 10 ლიტრ წყალზე - 1 კგ ჩამქრალი კირი და 100 გრ შაბიამანი.
პირველი ფენის წასმის შემდეგ უნდა დაელოდოთ მის გაშრობას და კედლები, ფიცრები, ჭერი და ა.შ. კიდევ ერთხელ დაამუშაოთ. ეს შეთეთრება კედლებიდან ობს სამუდამოდ გააქრობს.