როდის უნდა დალიოთ პირველი ფინჯანი ყავა

ყავა

ექსპერტმა დილის ყავის დალევის ოპტიმალური დრო დაასახელა. ბევრი ადამიანი პრაქტიკულად კოფეინზე ცხოვრობს და ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, რომლებიც ყავის გარეშე დღეს ვერ იწყებენ.

ყავის დალევა გაღვიძებისთანავე შესაძლოა არ იყოს საუკეთესო იდეა.

ექსპერტი გირჩევთ, რომ არ დალიოთ ყავა გაღვიძებიდან პირველი ერთი საათის განმავლობაში.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმ ჰორმონებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს.

„როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, კორტიზოლის დონე პიკს აღწევს. კორტიზოლი, რომელიც ხშირად ასოცირდება სტრესთან, ზრდის სიფხიზლის დონეს. ასე რომ, კოფეინის მოხმარება იმ დროს, როდესაც კორტიზოლის დონე უკვე მაღალია, არ არის რეკომენდებული. ამან შეიძლება საწინააღმდეგოდ იმოქმედოს“,- განმარტა ექსპერტმა.