1772649900
რატომ უნდა გამოიყენოთ უნიტაზისთვის კბილის პასტა და ბავშვის ზეთი - რჩევები გამოცდილი დიასახლისგან
დროთა განმავლობაში უნიტაზზე გაჩენილი ნადების მოცილება საკმაოდ რთული ხდება, თუმცა სპეციალისტების თქმით, მისი გაწმენდა მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებებითაც არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ძმრისა და სოდის გამოყენება. ეს ორი ინგრედიენტი უნდა აურიოთ ისე, რომ პასტის მსგავსი კონსისტენცია მიიღოთ. მიღებული ნარევი წაუსვით პრობლემურ ადგილებს და დაახლოებით ნახევარი საათით დატოვეთ. შემდეგ ზედაპირი ჯაგრისით დაამუშავეთ და წყლით კარგად ჩარეცხეთ.
კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა მარილისა და ლიმონის წვენის ნაზავი. მიღებული მასა ნადებზე წაუსვით, 5–10 წუთით დატოვეთ და შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ.
ნადების მოსაშორებლად ასევე გამოიყენება საცხობი სოდის, ძმრისა და ბავშვის ზეთის კომბინაცია. მცირე რაოდენობის სოდა ნესტიან ქსოვილზე დაიტანეთ და ზედაპირი გაწმინდეთ, შემდეგ დაამუშავეთ ძმრით, ბოლოს კი ბავშვის ზეთი გამოიყენეთ, რომელიც ზედაპირს ბზინვარებას მისცემს.
უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად კი შესაძლებელია საკმაოდ მარტივი ხერხის გამოყენება. ნემსით რამდენიმე პატარა ხვრელი გაუკეთეთ კბილის პასტის ტუბს და მოათავსეთ იგი უნიტაზის ავზში.
ყოველი ჩარეცხვისას ტუბიდან მცირე რაოდენობით პასტა გამოედინება, რაც სანტექნიკის ზედაპირს გაასუფთავებს და უსიამოვნო სუნის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.












