რატომ იმატებენ შუახნის ასაკის ადამიანები წონაში და როგორ უნდა მართოთ ის

წონა

ქალებმა შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები მოიმატონ ორმოცდაათი წლის შემდეგ. თუმცა, ასაკის მატება წონის გარდაუვალ მატებას არ ნიშნავს. ექსპერტები იზიარებენ უახლეს მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ზედმეტი კილოგრამები.ასაკის მატებასთან ერთად ქალები წვავენ ნაკლებ კალორიას ფიზიკური აქტივობის შემცირებისა და კუნთების მასის შემცირების გამო. გარდა ამისა, ესტროგენის დონის დაცემამ, რომელიც ხდება პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში, შეიძლება ხელი შეუწყოს ცხიმის გადატანას წელისა და მუცლის არეში.

კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალო ასაკის ქალების უმეტესობა (40-დან 65 წლამდე) წონაში იმატებს. ანალოგიურად, ექთნების ჯანმრთელობის კვლევაში, საშუალო ასაკის ქალები იმატებდნენ საშუალოდ 7 კილოგრამს 8 წლის განმავლობაში დაკვირვების შემდეგ.

მაგრამ არსებობს ინტერვენციები, მაგალითად ცხოვრების წესის ცვლილება, ასევემედიკამენტები, რომლებიც ეხმარება ქალებს წონის მართვაში შუახნის ასაკში.

მენოპაუზის დროს ჰორმონალური ცვლილებები წონის მატებაში მხოლოდ ერთი ფაქტორია

შუახნის ასაკის ცხოვრებას თან ახლავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბერებასთან, მენოპაუზასთან ან ორივესთან. შეიძლება რთული იყოს დაბერების ეფექტის გარჩევა მენოპაუზის ეფექტებისგან. ხოლო ორივე მათგანი გავლენას ახდენს წონის მატებაზე შუახნის ასაკის ქალებში და ხშირად ისინი ერთმანეთს ემთხვევა.

ჰორმონის დონის მკვეთრი ცვლილება, რომელიც ხდება მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში, ხელს უწყობს წონის სწრაფიმომატებისკენ მიდრეკილებას.

გარე ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუწყოს წონის მატებას. ადამიანები ასაკთან ერთად ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან. კუნთების მასის შემცირებასთან ერთად, შეიძლება პოტენციურად შეამციროს ენერგიის ხარჯვა და ხელი შეუყოს წონის მატებას.

წონის მატება მხოლოდ გარეგნობას არ ეხება, იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. შუახნის ასაკში წონის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, მუცლის ცხიმის მომატების, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის, დიაბეტის და გულის დაავადებების ჩამოყალიბებაა. ჭარბი ცხიმი, განსაკუთრებით მუცლის არეში, დაკავშირებულია რამდენიმე სახის კიბოსთან, მათ შორის სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების, კოლორექტალური, პანკრეასის კიბოსთან. გარდა ამისა, ზედმეტი კილოგრამების ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიკური გართულებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ძილის ობსტრუქციულ აპნოეს, სახსრების ტკივილს და დაზიანებას, როგორიცაა ოსტეოართრიტი.

რჩევები წონის მართვისთვის:

ივარჯიშეთ კუნთების დაკარგვისა და მუცლის ცხიმის წინააღმდეგ საბრძოლველად

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ექსპერტები გირჩევენ ვარჯიშს წონის ცვლილების თავიდან ასაცილებლად. თუ ქალები ვარჯიშობენ, მაგრამ მაინც იმატებენ წონაში, მათ შეიძლება დასჭირდეთ აქტივობის ტიპის შეცვლა.

ქალებმა უნდა ივარჯიშონ 20-დან 30 წუთამდე აერობული ვარჯიში, ასევე იოგა და პილატესი კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ქალები, რომლებიც ვარჯიშობენ ძალისმიერ ვარჯიშსაც და ამცირებენ კალორიების მიღებას, უფრო მეტ ცხიმს დაკარგავენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ კალორიებს ამცირებენ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქალები, რომლებიც მენოპაუზის დაწყებამდე ვარჯიშობდნენ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებს, მათ შორის აერობულ ვარჯიშებს, მიიღებენ მეტ სარგებელს. რაც მეტი კუნთი გაქვთ მენოპაუზის დროს, მით უკეთესად გაუძლებთ ბუნებრივ დანაკარგს, რომელიც ხდება მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში.ვარჯიში კარგია სხვამრავალი მიზეზის გამო: ის აუმჯობესებს განწყობას, ეხმარება ძილს.

თვალყური ადევნეთ თქვენს კალორიებს და სცადეთ ხმელთაშუა ზღვის დიეტა

მენოპაუზის დროს წონის მომატების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კალორიების მონიტორინგი და შემცირება დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე იმასთან შედარებით, რასაც მოიხმარდით გარდამავალ პერიოდში. ასე რომ, თუ თქვენ ჭამდით 2000 კალორიას დღეში თქვენს პრემენოპაუზისას ეს ნიშნავს, რომ შეამციროთ ის 1800-მდე.

განაგრძეთ კითხვა:

ასევე ნახეთ:

VIDEO: ბლოგერ ნენე ქურდაძეს ხელი სთხოვეს

VIDEO: როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან თათია შარანგიას - ტელეწამყვანის გულწრფელი პასუხები

„იმაზე მეტად ვიდგები ფეხზე, ვიდრე წარმოსადგენია“ - კოსტა სანიკიძე კლინიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს