რატომ არის მარცხენა მხარეს ძილი უფრო უსაფრთხო, ვიდრე მარჯვნივ - ექიმი განმარტავს

ყურსასმენით ძილი

ცნობილი გასტროენტეროლოგი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებსაც მარცხენა მხარეს სძინავთ, უფრო ჯანმრთელები არიან. ექიმის თქმით, მათ ნაკლები საჭმლის მომნელებელი პრობლემები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მარჯვენა მხარეს ან ზურგზე იძინებს.

ექიმის თქმით, ზურგზე ძილი არ არის მიზანშეწონილი, თუ სუნთქვის პრობლემა გაქვთ, მარჯვენა მხარეს ძილი კი საჭმლის მონელების დარღვევას იწვევს.

„რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მარჯვენა მხარეს ძილი ზრდის მჟავის რეფლექსისა და გულძმარვის ეპიზოდებს მარცხენა მხარეს ძილთან შედარებით“, - ამბობს ექიმი.

ედიცინაში მარცხენა მხარეს წოლას ეწოდება „დომინანტური ლიმფური მხარე", რადგან როდესაც ადამიანს სძინავს მარცხენა მხარეს, მისი სხეული უფრო ეფექტურია ტოქსინების გაფილტვრაში ლიმფური კვანძების მეშვეობით. ამ პოზაში ძილი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება ტვინს ნარჩენების გაფილტვრაში. მიზეზი, რის გამოც მარცხენა მხარეს ძილს ამდენი სარგებელი მოაქვს, არის სხეულის შინაგანი ორგანოების ანატომია და განლაგება, ამბობს ექიმი.