რატომ არის არეულობისგან თავის დაღწევა კარგი ჯანმრთელობისთვის

არეულობა

ექსპერტები ამბობენ, რომ არეულობას შეუძლია შეაფერხოს კრეატიულობა, დააქვეითოს განწყობა,შეამციროს პროდუქტიულობა და ენერგიის დონე და ხელი შეუშალოს კონცენტრაციას და გადაწყვეტილების მიღებას.

ოთახში ქაოსს ასევე შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული ფსიქიკური შედეგები, როგორიცაა მეხსიერების დაქვეითება, კვებითი დარღვევები, კომუნიკაციის პრობლემები და უკონტროლო იმპულსურობა.

„როდესაც არეულობა იმარჯვებს, ფსიქიკური ჯანმრთელობა აგებს“, - ციტირებს StudyFinds ოჯახის თერაპევტის ფეით კოულმენის სიტყვებს.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არეულობა შეიძლება უმნიშვნელო პრობლემად მოგეჩვენოთ, საშუალოდ ის იპარავს თქვენი დროის დაახლოებით 5%-ს - და ეს არის ის, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ იპოვოთ თქვენთვის საჭირო ნივთები. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ სივრცე, სადაც ადამიანი ცხოვრობს, არის მისი „ფსიქოლოგიური სახლი“, ანუ მისი იდენტობის გაგრძელება, რომელთანაც წარმოიქმნება ემოციური კავშირი.

ზოგადად, გონების გასაწმენდად, კარგი იდეაა, მოიშოროთ ყველა ნაგავი თქვენი ბინიდან.