რატომ არ უნდა გარეცხოთ ცხელი ტაფა და რატომ არ უნდა დაასხათ მაშინვე წყალი

ტაფა

ნუ გააკეთებთ ამას, თუ გსურთ, რომ ნივთი დიდხანს გემსახუროთ. ბევრ დიასახლისს სჩვევია კერძის მომზადების შემდეგ ჭურჭლის დაუყოვნებლივ გარეცხვა, რათა მოგვიანებით საკვების ნარჩენები არ დარჩეს და ხეხვა არ მოუწიოს. ეს შესაძლოა კარგი იყოს ჯამების და ქვაბების შემთხვევაში, თუმცა ტაფებთან მიმართებაში ამის გაკეთებას არ გირჩევთ.

ტაფა ძირითადად ზეთში შესაწვავად გამოიყენება და მისი დუღილის წერტილი სამჯერ აღემატება წყლისას. ეს ნიშნავს იმას, რომ ზეთში მოხარშვისას საკვების ტემპერატურაც გაცილებით მაღალია, ვიდრე წყალში მოხარშულის.

რატომ არ უნდა დაასხათ წყალი ცხელ ტაფას? მარტივი ფიზიკა - ტემპერატურის მკვეთრი 
ცვლილებისას ნებისმიერი მასალა განიცდის თერმულ შოკს, რაც იწვევს მიკრობზარების გაჩენას, როგორც ზედაპირზე, ასევე მის შიგნით.

არ აქვს მნიშვნელობა, რისგან არის დამზადებული თქვენი ტაფა - თუჯისგან თუ უჟანგავი ფოლადისგან. ტემპერატურის ცვლილებების გამო, პროდუქტი დეფორმირდება, შედეგად (განსაკუთრებით, თუ ამას ხშირად აკეთებთ), ტაფა გაზქურაზე, ყოველთვის იქანავებს, რაც გამოიწვევს საკვების არათანაბრად გაცხელებას. 
ექსპერტები გვირჩევენ, დაველოდოთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ ტაფა ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება. ნარჩენი საკვების მოშორება შეიძლება ისეთივე ეფექტური არ იყოს. თუმცა, ამ სიტუაციაში შეგიძლიათ ჭურჭლის სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ.

როგორ გავრეცხოთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ტაფები
ტეფლონი - მყარი ლითონის ღრუბლები და უხეში ჯაგრისები არ არის შესაფერისი ამ მასალისთვის. მისი გაწმენდა შეგიძლიათ ღრუბლით ან ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებების გამოყენებით.... ვრცლად