პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
გჯერათ თუ არა ცრურწმენების, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდებოდით ადამიანს, რომელიც შავი კატის დანახვისას გზაზე არ გადადის, ჩანგლის დავარდნისას სტუმარს ელოდება, მარილის დაბნევა კი რაღაც ცუდზე მიანიშნებს. ამ რწმენათა რიგს განეკუთვნება მოსაზრებაც, რომ კვირა დღეს სარეცხის გარეცხვა არ შეიძლება.
რატომ არ რეცხავდნენ სარეცხს კვირა დღეს ჩვენი წინაპრები
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ცრურწმენები ხშირად რელიგიასთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, კვირა დღე მორწმუნე ადამიანებისთვის ლოცვისა და კეთილი საქმეების კეთების დღეა. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ კვირა ღმერთმა დასვენებისთვის შექმნა. დღეს ამ აზრს ბევრი სასულიერო პირი აღარ იზიარებს, თუმცა, თუკი ისეთი დიდი დღესასწაულები, როგორებიცაა, ბზობა, აღდგომა, შობა და სხვ., კვირა დღეს ემთხევა, გვირჩევენ, რომ სარეცხის გარეცხვისგან თავი შევიკავოთ. როგორც ამბობენ, ამას ოჯახისთვის უბედურებისა და განსაცდელის მოტანა შეუძლია.
ხალხური თქმულებები
როგორც ძველად ამბობდნენ, სარეცხის ორშაბათს გარეცხვას ფინანსური პრობლემების მოტანა შეუძლია. არსებობდა ასეთი აზრიც, რომ პარასკევს სახლის დალაგება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ხელიდან გაგივარდებათ, გაგიტყდებათ ჭიქები, თეფშები და ა.შ. ეს კი ნიშანი იქნება იმისა, რომ დალაგება ხვალისთვის უნდა გადადოთ.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373