რატომ არ შეიძლება დილით ყველასთვის ვარჯიში

ვარჯიში

დილის ვარჯიში შეიძლება საშიში იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების,სახსრების პათოლოგიებისა და ონკოლოგიის მქონე ადამიანებისთვის.

ავადმყოფობით დასუსტებულმა ორგანიზმმა, შესაძლოა, ვერ გაუძლოს ფიზიკურ აქტივობას. გარდა ამისა, ვარჯიში შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი, თუ წინასწარი მომზადების გარეშე დაიწყებთ ფიზიკურ აქტივობას.

თუ ლოგინიდან ადგომისთანავე დაიწყებთ ფიზიკურ აქტივობას, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მატება და პულსის აჩქარება. ამიტომ, პირველ რიგში, უმჯობესია მიიღოთ შხაპი, დალიოთ წყალი და მიირთვათ დაბალანსებული საუზმე. შემდეგ ვარჯიში დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და კეთილდღეობა და დაიმუხტოთ ენერგიით. 

დილით უკეთესია მარტივი ვარჯიშები ან იოგა. გარდა ამისა, ვარჯიში უნდა ჩატარდეს კარგად განიავებულ ადგილას.

რომელი ფიზიკური აქტივობაა ყველაზე კარგი?
ვარჯიშის თითქმის ნებისმიერი ფორმა უკეთესია, ვიდრე უმოძრაობა, რაც გაამყარა ახალმა კვლევამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი აქტივობა უკეთესია გულის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უმოძრაო ცხოვრების წესი.

  • თუმცა, მეცნიერების თქმით, ფიზიკურმა აქტივობამ, რომელიც დაკავშირებულია სამსახურთან ან სხვა ფიზიკურ სამუშაოსთან, ვარჯიშისგან განსხვავებით, ზოგჯერ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი.

  • ამას ამტკიცებს, გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელმაც აღმოაჩინა კავშირი ფიზიკურად დატვირთულ პროფესიებსა და კოგნიტური დაქვეითების მაღალ რისკს შორის.

    ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვასთან, იყო მედდა, მომვლელი, სამიწათმოქმედო საქმიანობა და სხვა, სადაც ადამიანები ხშირად დგანან ფეხზე და ხშირად უწევთ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება.

ასე რომ, თუ ვარჯიშის ყველა ფორმა შეიძლება იყოს კარგი ჯანმრთელობისთვის, მძიმე ან ინტენსიურმა ფიზიკურმა აქტივობამ სამუშაო გარემოში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა.