1731433478
რამდენი თხევადი სარეცხი საშუალება უნდა ჩაასხათ თქვენს სარეცხ მანქანაში - შეიძლება ეს აქამდე არ იცოდით
საზომი ჭიქა, რომელიც მწარმოებლის მიერ არის მოწოდებული თხევადი სარეცხი საშუალებისთვის, თითქმის 10-ჯერ მეტია ვიდრე რეალურად საჭიროა.
„ეს არის კიდევ ერთი ტაქტიკა, რომელსაც მწარმოებლები იყენებენ იმისათვის, რომ მეტი პროდუქტი დახარჯოთ“, - ამბობენ ექსპერტები.
ექსპერტები გვირჩევენ გამოიყენოთ მხოლოდ ორი ჩაის კოვზი თხევადი სარეცხი საშუალება ან ორი სუფრის კოვზი ფხვნილი.
თუნდაც თქვენი ტანსაცმელი ძალიან ჭუჭყიანი იყოს, მეტი ფხვნილის დამატება არ გჭირდებათ.
„ლაქების მოცილება და სარეცხის წინასწარ გაჟღენთვა სარეცხი საშუალებით უფრო ეფექტური საშუალებაა ძლიერად დაბინძურებული ტანსაცმლის გასარეცხად, ვიდრე სარეცხ მანქანაში მათი დიდი რაოდენობით დამატება“, - აცხადებენ ისინი.
გარდა ამისა,სარეცხი საშუალებების გადაჭარბებული რაოდენობა ამცირებს სარეცხი მანქანის ეფექტურ მუშაობას და ხანგრძლივობას.