უბედური შემთხვევა ზუგდიდში - ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1750833611
გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ექიმი დერმატოლოგი, პოდოლოგი – ნინო ჯაში სტუმრობდა, რომელმაც შილაკზე ისაუბრა და მსმენელს ძალიან საჭირო რეკომენდაციები გაუზიარა.
რას გვეტყვით შილაკზე, რამდენად მავნეა ის ჩვენი ფრჩხილებისთვის?
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესრულების ტექნიკას, ასევე დაცულია თუ არა შილაკის მოხმარების წესი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხიც. შილაკის წასმის პროცედურა აუცილებლად თანმიმდევრულად უნდა იყოს შესრულებული.
რა თქმა უნდა, შილაკს აქვს თავისი ვადა და ის 3-4 კვირა უნდა იყოს ფრჩხილზე. შემდეგ, უნდა მოვიხსნათ ის, რა საკვირველია, ესეც სწორი ტექნიკით. არსებობს მოხსნის ქიმიური და აპარატული მეთოდი და ორივეს გამოყენება შესაძლებელია, უბრალოდ, აუცილებლად სწორი ტექნიკით.
თუ ძალიან მოგვწონს შილაკი, პრობლემას არ გვიქმნის, უბრალოდ, აუცილებელია, რომ ფრჩხილები პერიოდულად დავასვენოთ მისგან, რომ ფრჩხილებს სუნთქვის საშუალება მივცეთ. შესვენების პერიოდში, კარგი იქნება, თუ სამკურნალო შრატებს, გელებს, ლაქებს გამოვიყენებთ, რომ არ მოხდეს ფრჩხილის ზედაპირის დაზიანება.
რა დროით გვირჩევთ ფრჩხილების შილაკისგან დასვენებას?
როგორც წესი, შილაკს ზაფხულის პერიოდში უფრო აქტიურად იყენებენ, ამიტომ უმჯობესია, თუ შემოდგომის, ზამთრის პერიოდში ფრჩხილებს დავასვენებთ, რომ ფრჩხილმა თავისი ფუნქციური თვისებები აღიდგინოს. საპროფილაქტიკოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტიმიკოზური და დამატენიანებელი შრატები.