საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ქუდის გარეშე სიარულმა შემოდგომა-ზამთრის სუსხიან ამინდებში,შეიძლება გამოიწვიოს თავის, სახის და კისრის ზედაპირის დაზიანება. კერძოდ, შესაძლებელია ცხვირის, ყურებისა და ლოყების მსუბუქი მოყინვა, რაც იწვევს სახის კანის ადრეულ დაბერებას.
სახის მიდამოში არის განთავსებული დანამატი ღრუები, რომლებშიც თბება ჩვენ მიერ შესუნთქული ჰაერი.
თუ სიცივის შედეგად, აღინიშნა დანამატი ღრუების გადაციება, მაშინ ლორწოვან გარსებში შესული ცივი ჰაერი ხელს შეუწყობს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას და ვირუსული და ბაქტერიული ფლორის გააქტიურებას.
სისხლძარღვთა სპაზმისა და სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო, თმის ფოლიკულებიც შეიძლება დაზიანდეს.
გარდა ამისა, ჰიპოთერმიის გამო, ხშირია თავის ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები:
თავის ტკივილი,
არტერიული წნევის მომატება.
რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო სავარაუდოა, რომ განვითარდეს სისხლძარღვთა სპაზმი, რაც იწვევს თავის ძლიერ ტკივილს და ანთებას კრანიალური ნერვებისა, როგორიცაა სამწვერა და სახის ნერვები.
ქუდთან ერთად შარფიც არის საჭირო, ვინაიდან კისერ-საყელოს ზონაც იზოლირებას საჭიროებს - აქ გადის თავის ტვინის მკვებავი ცენტრალური არტერიები და სისხლძარღვები. კისრის მიდამოში სითბოს შენარჩუნებით, ვიცავთ მთელ სხეულს, მათ შორის კიდურებს, ჰიპოთერმიისგან.
ადგილობრივი გადაციება იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სისხლის მიწოდების დარღვევას, რაც ხელს უშლის ჟანგბადის ნორმალურ მიწოდებას, ქსოვილების კვებას და იწვევს ნაადრევ დაბერებას.
სიცივის უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე
სიცივე იწვევს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ადამიანს თავს ახსენებს ყველა ის ქრონიკული პრობლემა, რომელთან ერთადაც იგი უკვე წლებია ცხოვრობს, სწორედ ამიტომ საჭიროა ზამთრის დადგომამდე ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო პროფილაქტიკური კვლევების და სხვა ტიპის ღონისძიებათა დროული გატარება.
კანის საფარველი ალერგია სიცივეზე
გასაკვირი იქნებოდა სიცივეზე თავისებური რეაქციები ჩვენი სხეულის მთავარ საფარველს - კანს რომ არ გამოეხატა. მასზე შესაძლოა ყოველივე საკმაოდ ნეგატიურად აისახოს, დაბალი ტემპერატურისას მოსალოდნელია კანის გაწითლება, აქერცვლა, მრავლობითი ნახეთქები.
დაბალი ტემპერატურისას ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ალერგია სიცივეზე, რომელიც იწყება სხეულის ძლიერი ქავილით, შეშუპებითა და გამონაყარით... ვრცლად