ქართული ყველი ძვლებს აძლიერებს? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ღოღობერიძე

აძლიერებს თუ არა ქართული ყველი ძვლებს? ამის შესახებ ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ინფორმაციას ავრცელებს.

როცა საქმე ეხება ოსტეოპოროზს, ამ დაავადების მკურნალობისას მნიშვნელობა აქვს არა მარტო მედიკამენტებს, ასევე, მნიშვნელობა აქვს კალციუმს და D ვიტამინს. 

საკვებით მიღებულ კალციუმზე გეტყვი - ამ მხრივ, საქართველოში ლიდერობს გუდა. მის 100 გრამში კალციუმის შემცველობა 1 000 მგ-ია. სწორედ ამ რაოდენობით კალციუმი გვჭირდება დღე-ღამეში, როცა საქმე ოსტეოპოროზს ეხება.

მეორე ადგილზე სულგუნია - კალციუმის შემცველობა არის 700-გ. 

მესამე ადგილზე იმერული ყველია - კალციუმის შემცველობა 500-დან 600 მგ-მდეა ყოველ 100 გრამზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ გაქვს მაღალი არტერიული წნევა, მაშინ სჯობს, რომ კალციუმის წყაროდ გამოიყენო გუდა, იმიტომ, რომ მასში მარილი ცოტაა“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვრცლად ↓

@giorgighoghoberid7

ქართული ყველი ძვლებს აძლიერებს?

♬ original sound - ექიმი გიორგი ღოღობერიძე