ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
ორსულობის დროს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თავის ტკივილი, გაციება, მაღალი წნევა თუ კბილის ტკივილი შეიძლება მომავალი დედისთვის რთულ დილემად იქცეს - მიიღოს წამალი და შესაძლო საფრთხე შეუქმნას ნაყოფს, თუ გაუძლოს ტკივილს და მკურნალობაზე უარი თქვას? განსაკუთრებით ბევრი კითხვა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალმა ორსულობის შესახებ ჯერ არ იცის და გარკვეული მედიკამენტები უკვე მიღებული აქვს.
არსებობს პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც ორსულობისას სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წამალი აკრძალულია ან მათი ერთხელ მიღება აუცილებლად ნაყოფის დაზიანებას იწვევს. რომელი მედიკამენტებია განსაკუთრებით სახიფათო, რა შეიძლება მიიღოს ორსულმა ტკივილის, სიცხის, ალერგიისა თუ შეკრულობის დროს, როგორ უნდა მოიქცეს მაღალი წნევის შემთხვევაში და როდის არის აუცილებელი გადაუდებელი დახმარება - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს mkurnali.ge-სთან გინეკოლოგი ლიანა ქორიძე პასუხობს
- არსებობს თუ არა პრეპარატები, რომელთა მიღებაც ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის?
- დიახ, არსებობს მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენონ ნაყოფის განვითარებას. მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკნეს მძიმე ფორმების, ონკოლოგიური დაავადებებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ. მათმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს მედიკამენტები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით იქნეს მიღებული.
- რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის ტრიმესტრი მედიკამენტის შერჩევისას?
- ტრიმესტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ორგანოები ყალიბდება და გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედება განსაკუთრებით სახიფათოა. თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც მოგვიანებით ხდება არასასურველი. ამიტომ მედიკამენტის უსაფრთხოება ყოველთვის ორსულობის ვადასთან მიმართებით ფასდება.
- რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ ორსულობის შესახებ არ იცოდა და მედიკამენტი უკვე მიიღო?
- პირველ რიგში, არ უნდა აჰყვეს პანიკას. მედიკამენტის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს ნაყოფის დაზიანებას. მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა შეაფასოს კონკრეტული პრეპარატი, მისი დოზა და მიღების პერიოდი. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია რისკის ინდივიდუალური შეფასება და შესაბამისი მეთვალყურეობა. განაგრძეთ კითხვა...