1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რატომ არ შეიძლება, რომ მშობლები ბავშვებს ქმედებებზე მუდმივად ნეგატიურ განწყობას უქმნიდნენ და რამდენად საზიანოა შიში და შფოთვა მათთვის:
- გაუთვითცნობიერებელი ქცევის მოდელია, როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვს არ ესმის, მან რა იცის და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი ჩვენი კომფორტისთვისაა მოფიქრებული.
ბავშვი გარანტირებულად დაცული უნდა იყოს მშობლისგან. ალბათ, მილიონობით წლების განმავლობაში არსებობის საშიშროების გამო ადამიანი ბავშვთან ურთოერთობაში დაშინების სისტემას აყალიბებდა. იმიტომ, რომ პირობები ძალიან მკაცრი იყო. შედარებაც კი არ შეიძლება ახლანდელი არსებობის პირობებისა და მწავალი წლის წინანდელის, თუმცა ბავშვი იგივე იყო. ირგვლივ უამრავი საშიშროება იყო და ბავშვის თვალსაწიერიდან გასვლა იმას ნიშნავდა, რომ მეტი საფრთხე მოელის. ამიტომ, დაშინება იწყებოდა. ახლაც ასეა, მაგალითად, ბავშვი რომ გარბის, გაუაზრებლად მივაყოლბეთ სიტყვებს: "არ წაიქცე, ნელა!" რატომ უნდა წაიქცეს ან ნელა როგორ უნდა ირბინოს? ბავშვს ვაშინებთ - "არ ახვიდე, ჩამოვარდები; არ დასველდე - გაცივდები" და უამრავი სხვა. სინამდვილეში ამაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ბავშვი იმახსოვრებს, რომ ნებისმიერი სისტემიდან გასვლის ფენომენი აუცილებლად ცუდით უნდა დაგვირგვინდეს. თუ გარბის, ლოგიკური შედეგია, რომ წაიქცეს, თუ საოჯახო ნივთი აიღო, აუცილებლად უნდა დაისეროს ხელი. ანუ, ვებნებით, რომ ქცევას აუცილებლად ნეგატიური შედეგი მოჰყვება.
წარმოიდგინეთ, როდესაც ბავშვს ვეუბნებით: "ნელა ჭამე, დაიხრჩობი" - ფრაზას საშინელი შედეგი მოჰყვება. ის უნებურად შიშის განწყობით ჭამს. ეს მზრუნველობით, მაგრამ გაუცნობიერებლად მოგვდის. ჩვენც ასე ჩაგვასმინეს მთელი ბავშვობა და ვინც ჩაგვასმინა, იმათაც ასე უთხრეს. ეს თაობიდან თაობაზე გადასული არასწორი ქცევის მოდელია, რომელსაც ბავშვი შემდეგში შიშის ფენომენით აკეთებს. შიში ბიოლოგიური ინსტინქტური ქცევაა. მის გარეშე არსებობა ერთი წამითაც წარმოუდგენელია. არა მარტო ადამიანის, არამედ ნებისმიერი არსების. ხშირ შემთხვევაში, შიში პირდაპირი გადარჩენის სისტემაა. თაგვს თუ კატის არ ეშინია, კატა შეჭამს. შესაბამისად, ნებისმიერი შიშის ფენომენი, თუ ის დროისა და ადგილის გარემოებაში სწორად მორგებულია, დაცვითია და ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, შფოთვა უკვე ჩვენს გონებაში შექმნილი შიშზე აწყობილი მოდელია, რომელიც ძირითადად მოლოდინის ტიპითაა. ვლაპარაკობთ დაუსრულებელი მომავლის ფორმაში, რომელიც ნამდვილად არავინ იცის, მოხდება თუ არა.
ასევე დაგაინტერესებთ: