1751921238
მცენარე, რომელიც გასათხოვარი გოგოს საძინებელში არ უნდა იყოს - სპეციალისტები მიზეზს ასახელებენ

ქოთნის მცენარეები თითქმის ნებისმიერი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, ის მართლაც ალამაზებს სივრცეს და მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ყველა ცდილობს გარემოს ლამაზი ყვავილებით გალამაზებას, თუმცა, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ მათი შერჩევის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
ყვავილი ხომ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც საკუთარი ენერგია აქვს და მან შესაძლოა ადამიანზე თავისი გავლენა მოახდინოს. ამიტომ, სანამ რომელიმე ქოთნის მცენარეს შეიძენთ, გირჩევ გაარკვიოთ დეტალები. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ოთახის მცენარეების მხოლოდ 2%-ს შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედება.
მათ შორის არის ისეთი გავრცელებული სახეობები, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახში გვხვდება. მაგალითად: დიფენბახია, აზალია, მონსტერა, სტალერა, სურო, ტიტა, ტრიხოცერეუსი.
ითვლება, რომ კაქტუსი განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ახალგაზრდა გოგონების ბედ-იღბალზე. გასათხოვარ გოგონებს კაქტუსი საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ, მით უმეტეს, საძინებელში. ფიკუსი კი ის მცენარეა, რომელიც უმჯობესია ოფისში იყოს და არა საცხოვრებელ სახლში.
ასევე ნახეთ:
როგორ მოქმედებს თქვენი სახლის კარი თქვენს საფულეში არსებულ თანხაზე
რატომ არის ლიფტში სარკე? - მიზეზები, რომლებზეც შეიძლება არც გიფიქრიათ