მგრძნობიარე ნერვული სისტემა გაქვთ?! - 4 ნაბიჯი, რომელიც მის დარეგულირებაში დაგეხმარებათ

ნერვები

უაღრესად მგრძნობიარე ნერვული სისტემა ნიშნავს, რომ თქვენ სწრაფად და სიღრმისეულად რეაგირებთ გარე სტიმულებზე.⁠

როდესაც გარკვეული ფიზიკური, სენსორული ან ემოციური სტიმულების წინაშე აღმოჩნდება, მგრძნობიარე ნერვული სისტემა „ღიზიანდება“. შესაძლოა ძალიან სწრაფად ამჩნევთ, რომ თქვენს გარემოში სუნი, ხმები და სხვა ვიბრაციები შეიცვალა.

ასეთი მგრძნობიარე ნერვული სისტემის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ მშვიდად და რაც მთავარია - უსაფრთხოდ:

პირველი ნაბიჯი:
გაათავისუფლეთ თქვენი ნერვული სისტემა ჭარბი ადრენალინის ან ზედმეტი ენერგიისგან. ამაში ისეთი მარტივი აქტივობები დაგეხმარებათ, როგორებიცაა: რხევა, ხტუნვა, ცეკვა ან კუნთების პროგრესირებადი მოდუნება.


მეორე ნაბიჯი:
ასწავლეთ თქვენს ნერვულ სისტემას, როგორ იგრძნოს სიმშვიდე და უსაფრთხოება.  თვითდამშვიდების ტექნიკა, ამის იდეალური გზაა:
5 წუთი შეისვენეთ და დრო დაუთმეთ იგრძნოთ, როგორ ხართ ახლა - აქ და ახლა.
აიღეთ მარჯვენა ხელი და მოათავსეთ მარცხენა იღლიის ქვემოთ, მკერდის გვერდით.
მარცხენა ხელი დაიდეთ მარჯვენა ბიცეფსზე ან მხარზე ან იდაყვზე.

დააკვირდით და შეამჩნიეთ შეგრძნებები ხელების ქვეშ:
თბილად ხართ თუ არა? პერანგის ქსოვილი გლუვია თუ „იკბინება“?გრძნობთ თუ არა თქვენს გულისცემას? გრძნობთ როგორ ეხუტებით თქვენს თავს? გრძნობთ, როგორ „გიჭირავთ“ საკუთარი თავი? ეს პროცესი სასიამოვნოა?
 დააკვირდით, როგორ აღიქვამს თქვენი სხეულის დანარჩენი ნაწილი ამ დამამშვიდებელ შეხებას, მაგალითად, დააკვირდით შეგრძნებებს ქვედა კიდურებში.  
როგორ შეიცვალა თქვენი შეგრძნებები? გრძნობთ უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს?

მესამე ნაბიჯი:
 გაზარდეთ ვაგუსის ნერვის აქტივობა. ეს ნერვი, ერთმანეთთან აკავშირებს თავის ტვინსა და ყველა მნიშვნელოვან ორგანოს, მიეკუთვნება პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან ერთად, გულისცემასა და ფილტვების ფუნქციონირებას აკონტროლებს. თავის ტვინში, ვაგუსის ნერვი უკავშირდება რეგიონებს, რომლებიც ცნობიერებასა და სიფხიზლეზე არიან პასუხისმგებელნი. 
სცადეთ: ყვირილი, ღრიალი, სიმღერა, ცივი შხაპი, წითელი შუქის თერაპია, სუნთქვა, პრობიოტიკებისა და ომეგა 3-ის მიღება.

მეოთხე ნაბიჯი: შეისწავლეთ საკუთარი თავი და დაინახეთ, როგორ რეაგირებთ სხვადასხვა სტიმულებზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს:რა გაგრძნობინებთ თავს უსაფრთხოდ? რაზე გეღიმებათ? რომელი შემოქმედებითი პროცესის შემდეგ განიცდით სიამოვნებას?  როდის გრძნობთ თავს ყველაზე უსაფრთხოდ?