პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საშობაო მარხვა 28 ნოემბერს იწყება და შობამდე, 7 იანვრამდე გრძელდება. მარხვაში მორწმუნენი არ მიირთმევენ ხორცეულს, რძის პროდუქტებსა და კვერცხს. მოძღვრის კურთხევით, შესაძლოა, მრევლმა რძის პროდუქტი მიიღოს, თუკი მას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ეს პროდუქტები ესაჭიროება. ამ პერიოდში მორწმუნენი გულმხურვალედ ლოცულობენ, ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მარხვასთან დაკავშირებულ პოსტს ფეისბუქზე აქვეყნებს.
"საშობაო მარხვა იწყება, ისევ აქტუალური გახდება სოიოს ყველი, რძე, ძეხვი და სოსისი…
წლები გვემატება, გამოცდილება და გონება არა…
ზოგიც მძიმედ დაიცავს და წყალზე და პურზე შედგება.
ოღონდ მშიერი კუჭის თუ ცარიელი თავის წყალობით, აგრესიას, მრისხანებას, ტალახის სროლას მოუმატებს.
სჯობს საერთოდ არ დაიცვა მარხვა და კეთილი, მოწყალე, მოსიყვარულე და მიმტევებელი იყო…
მრისხანე სახით სიარული, პირქუში გამოხედვა, მარხვას არაფერს მატებს…
ერთმანეთს ნუ დაამძიმებთ, რამდენიც შეუძლია გულს და გონებას დაიტიოს, იმდენი ილოცეთ, მაგრამ ერთმანეთი დაინდეთ…
დამერწმუნეთ, ყველაზე ხარისხიანი მარხვა გამოგივათ…
სიმშვიდეს გისურვებთ!.." - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ. ეს წვნიანი სასწაულია" - უნდა სინჯოთ
მისი რეგულარული მიღება ამცირებს კუჭის, მკერდის, ფილტვის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს; მეცნიერები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ მას" - რომელ მკურნალ პროდუქტზეა საუბარი?