ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს
1732634168
სიტყვა დეტოქსის ხსენებაზე, ავტომატურად გვახსენდება შეზღუდვები, შიმშილი და უხასიათობა. თუმცა, ნუტრიციოლოგები ამბობენ, რომ ვცდებით - ორგანიზმის გაწმენდა შესაძლებელია ყოველგვარი ტანჯვისა და წამების გარეშე!
1. დაიწყეთ დილა ოთახის ტემპერატურის ლიმონიანი წყლით.
გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურა მნიშვნელოვანია, რადგან ცივმა სასმელმა, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის შოკური რეაქცია და შეანელოს საჭმლის მომნელებელი პროცესი.
გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და გააზავეთ 1 ჭიქა წყლით. ისაუზმეთ მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.
რატომ არის ეს ასე კარგი? ლიმონი სავსეა ისეთი საკვები ნივთიერებებითა და იმუნიტეტის გამაძლიერებლებით, როგორიცაა C ვიტამინი, კალიუმი და პექტინის ბოჭკო, რომელიც აქვეითებს შიმშილს. ასევე, ლიმონი ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციონირებას, რათა სხეულმა შეძლოს ტოქსინების გამოდევნა.
2. მიიღეთ გააქტიურებული ნახშირი.
“ეს შავი ფერის ფხვნილი, მანამ გამოდევნის ტოქსინებსა და შხამებს, სანამ თქვენი ორგანიზმი დაზიანდება.“
მიჩნეულია, რომ გააქტიურებული ნახშირი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება ნაწლავების გასაწმენდად. უნივერსალური დოზირებაა 24 საათში 1 აბი 20 კილოგრამზე, ხოლო თუ მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური შედეგი გსურთ, ესაა 1 აბი 10 კილოგრამზე.
გაითვალისწინეთ, რომ ამ დეტოქსის სრული კურსი, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში გრძელდება.
3. მიიღეთ პრობიოტიკები.
Lactobacillus Acidophilus არის სასარგებლო ბაქტერია, რომელიც აძლიერებს ნაწლავის გარსს და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.
დაუმატეთ წვენებსა და შეიკებს (ფხვნილის ფორმით) ან მიიღეთ პირდაპირ საკვებიდან: მჟავე კომბოსტოსა ან იოგურტზე რას იტყოდით?
4. მიირთვით დღეში სამჯერ, მაგრამ უარი თქვით შუალედურ კვებაზე.
ეს ოქროს წესი, დეტოქსის შემთხვევაშიც აქტუალურია.
„საკვები ნივთიერებების ერთჯერადად მიღება, სხეულს საშუალებას აძლევს მომდევნო კვებამდე სრულად და სწორად გადაამუშავოს მიღებული ნივთიერებები. შედეგად, ორგანიზმი მეტ ენერგიას უთმობს საჭმლის მონელებას. ეს მეთოდი, ასევე გასწავლით ტვინის სიგნალების წაკითხვას - თუ როდის ხართ რეალურად მშიერი და როდის ხართ უბრალოდ მოწყენილი".
5. ძილის წინ გვირილის ჩაი მიირთვით.
ყველამ იცის, რომ ეს მცენარეული სითხე ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. მაგრამ იცოდით, რომ გვირილის ჩაი საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს?!
ასევე ნახეთ:
VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის