გიორგი ღოღობერიძე გაციების სამკურნალოდ, მარტივ მეთოდს გვიზიარებს

გიორგი ღოღობერიძე

რესპირატორული ვირუსების სეზონი გააქტიურდა სპეციალისტების ინფორმაციით, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ვირუსების გავრცელებამ მოიმატა. ამ ფონზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს გაციების დროს ერთ მარტივ მეთოდს უზიარებს.

მისი თქმით, მათთვის, ვისაც მედიკამენტების ან დანამატების მიღება არ სურს, სახლში მოსამზადებელი ჯინჯერის სასმელი შეიძლება ერთ-ერთი დამხმარე საშუალება იყოს.

„ბევრ თქვენგანს არ უყვარს მედიკამენტების და დანამატების მიღება და ეძებს ბუნებრივ საშუალებას, რომ სახლში მარტივად გამოჯანმრთელდეს“, - ამბობს ღოღობერიძე.

ექიმის რეკომენდაციით, სასმლის მოსამზადებლად საჭიროა გახეხილი ჯინჯერი, რამდენიმე ფოთოლი პიტნა და ცხელი წყალი. ნაყენი 5-7 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს, შემდეგ კი მას შეიძლება დაემატოს თაფლი და ლიმონი.

ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნაყენი რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ.

✕