ერთმანეთის რომელი თვისება აღიზიანებს წყვილებს ყველაზე ხშირად

შეყვარებული

ცუდი ჰიგიენა, მოწევა და ჭირვეულობა დასახელდა მთავარ ჩვევად, რომლებიც აღიზიანებთ პარტნიორებს და არის ურთიერთობის გაწყვეტის პოტენციური მიზეზი. გამოკითხვა ბრიტანულმა კომპანიამ Hammonds Furniture ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებს HuffPost ავრცელებს. 

კვლევაში ორი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ყველაზე შემაშფოთებელი ჩვევების ხუთეული, ცუდი ჰიგიენის, მოწევისა და წუწუნის გარდა, მოიცავდა ცხვირის ჩიჩქნას და ხმამაღლა ღეჭვას. ამას მოჰყვა ხვრინვა, საშინაო საქმის შეუსრულებლობა, პარტნიორის მშობლებზე უარყოფითი კომენტარები, სპორტული გადაცემების ხმაურიანი და შეურაცხმყოფელი ყურების ჩვევა და პარტნიორის ძვირად ღირებული პირადი ნივთების უკითხავად გამოყენება.

ურთიერთობის მწვრთნელი ბილი რეიდი თვლის, რომ ამ ჩვევების გამო გაღიზიანება არ უნდა გახდეს მყისიერი დაშლის მიზეზი. ჯერ უნდა ესაუბროთ თქვენს პარტნიორს და მოუყვეთ თქვენი დამოკიდებულების შესახებ მის უსიამოვნო ჩვევაზე. ი

შემდეგ, რიდის თქმით, პარტნიორებმა ერთად უნდა მოიფიქრონ ქცევის ვარიანტი, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. თუ ერთ-ერთ პარტნიორს არ სურს ჩვევების შეცვლა, მეორე კი ამას ვერ შეეგუება, ურთიერთობის დასრულება გარდაუვალია.