ექიმის საინტერესო რჩევა მშობლებს მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებით

37°C გრადუსი

37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის. ამის შესახებ გადაცემაში „დიდი შესვენება“ ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე საუბრობს.

ექიმი ამბობს, რომ ნამდვილად ცხელებად ითვლება 38°C და მეტი:

„37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის, არც 37.1 და არც 37.2 არ ითვლება ცხელებად. ნამდვილად ცხელებად ითვლება 38°C და მეტი.

შესაძლოა 37.3-დან 38 ცხელებად აღვიქვათ, მაგრამ თუ ტემპერატურის შესაბამისი სიმპტომები არ ახლავს თან, ეს საშიში არ არის.

თუ სხვა სიმპტომები არ გაქვთ, მაშინ შეგვიძლია სხეულის ასეთი ტემპერატურა ფიზიოლოგიურად მივიჩნიოთ. თუ სხვა სიმპტომები არ აქვს, მაშინ შეგვიძლია ბავშვი სკოლაში გავუშვათ“, – ამბობს რევაზ ნაკაშიძე.