წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1765994811
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 89 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებულ იქნება ის ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს.
ცვლილება ასევე მოიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩადენილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) ან/და 123-ე (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად.სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა 2026 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.