„დაივიწყე მითი, რომ ვახშამი „ასუქებს“ – ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა

ნატა გაგუა

 „ღამით შოკოლადი რომ გინდება, შენი ბრალი არ არის!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა წერს.

 გაგუა ამბობს, რომ მითია, თითქოს ღამით ჭამა „ასუქებს“. სპეციალისტი მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ წონაში მატების მიზეზი, ბევრად უფრო ბიოლოგიური და მარტივია:

„ღამით შოკოლადი რომ გინდება, შენი ბრალი არ არის!

დაივიწყე მითი, რომ ვახშამი „ასუქებს“ ან შენ არ გაქვს „ნებისყოფა“. მიზეზი ბევრად უფრო ბიოლოგიური და მარტივია: შენ გადაღლილი ხარ.

ფაქტი:

ძილის ნაკლებობა 28%-ით ზრდის შიმშილის ჰორმონს (გრელინს) და 18%-ით ამცირებს დანაყრების ჰორმონს (ლეპტინს).

შენი ორგანიზმი კი არ „ცელქობს“, ის ენერგიას ითხოვს გადასარჩენად! ამიტომ გინდება სწრაფი ენერგია — შოკოლადი და არა სალათის ფურცელი.

პირველი ნაბიჯი წონის კლებისკენ?

დაიძინე და მიეცი სხეულს უფლება, თავად დაარეგულიროს ჰორმონები.

გულწრფელად, რამდენი საათი გეძინა წუხელ?“ – წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.