დაიწყეთ მარხვა სასარგებლო ოსპის წვნიანით - ამ ბოსტნეულს ღარიბების ხორცს უწოდებდნენ

ospi

მარხვაში ხშირად "შიშობენ", რა მოამზადონ, რით იკვებონ, როგორ გაიარონ 40-დღიანი მარხვა. არადა, ხილ-ბოსტნეული სავსებით საკმარისია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. წელიწადში ოთხი მარხვა ისეთ დროს არის გადანაწილებული, როდესაც ჩვენს ორგანიზმს ცხოველური ცხიმებისგან განტვირთვა ესაჭიროება. 

უკვე შობის მარხვაა და მის დაწყებას ბოსტნეულის წვნიანით გირჩევთ. ეს არის ოსპის სუპი, რომელიც თურქულ სამზარეულოში "ჩორბას" სახელითაა ცნობილი. 

ოსპი დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად არის მიჩნეული. მას თავისი კვებითი თვისებებით შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. თურმე, ადრე ოსპს, დიდი რაოდენობით ცილისა და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის გამო, ღარიბების ხორცს უწოდებდნენ. ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. ეხმარება კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. 

ოსპი ცილით მდიდარი პარკოსანია. მის შემადგენლობაში არსებული ცილა ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ.

ოსპი შეიცავს A, C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს - რაც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის.

 ამდენად, ოსპი მენიუში უნდა შეიტანოთ. ის ერთნაირად სასარგებლოა დიდებისა და პატარებისთვის.

ოსპი არ ითვისებს ნიტრატებს, მძიმე მეტალებს და ტოქსინებს, ამიტომ ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

ოსპი ფერადი პარკოსანია. ბავშვებისათვის უმჯობესია წითელი ფერის შეარჩიოთ, რადგან ის უფრო ადვილად მოსანელებელია და გამოიყენება სუპებსა და პიურეებში შეგიძლიათ და თანაც იხარშება 20 წუთში.
ყველაზე დიდხანს ყავისფერ ოსპს სჭირდება ხარშვა, სრული მზადყოფნისათვის 35-40 წუთია საჭირო.

ოსპის წვნიანი

კარგად გარეცხეთ ოსპი და მოხარშეთ. ჩააყარეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და სასურველ ზომებად დაჭრილი სტაფილო. ხარშვა განაგრძეთ. ტაფაზე ზეთში მოთუშეთ ხახვი, დააყარეთ ხმელი პიტნა და ძალიან ცოტა ქონდარი. უყავით ტომატი და შეურიეთ მოხარშულ ბოსტნეულს. უყავით მარილი, დაჭრილი ქინძი და დააბლენდერეთ. შეგიძლიათ დაბლენდერების გარეშეც. 

თეფშზე მოაწურეთ ლიმონი და მიირთვით გახუხულ პურთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ:

რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად - საინტერესო ანატომია

"მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ. ეს წვნიანი სასწაულია" - უნდა სინჯოთ!

ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ. თქვით, როცა სირთულეებს აწყდებით“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი