დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" შოპოჰოლიზმზე ისაუბრეს. ასევე, მასთან გამკლავების გზებზე. ერთ-ერთი ასეთი ხერხი შოპინგის წინ მენთოლიანი საღეჭი რეზინის მოხმარება და დიდი რაოდენობის წყლის მიღებაა:
„ალბათ, თქვენც არაერთხელ შეუტყუებიხართ მაღაზიიდან ან საცხობიდან გამომავალ სურნელს შიგნით - ეს შემთხვევითობა სულაც არაა. მომხმარებლების მოსაზიდად ამ ხერხს ხშირად მიმართავენ სავაჭრო ობიექტების მფლობელები. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასიამოვნო სურნელს ადამიანის გონებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ასე მაგალითად: შეიძლება სულაც არ გინდოდეთ ყავის მირთმევა, თუმცა საწვავის ჩასასხმელად გაჩერებულს - ახლოს მდებარე ობიექტიდან გამომავალმა ყავის არომატმა მისი ყიდვის სურვილი გაგიჩინოთ.მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ექსპერტები გირჩევენ, შოპინგზე წასვლის წინ მენთოლიანი საღეჭი რეზინა დაღეჭოთ. მათი თქმით, მენთოლი სურნელის შეგრძნებას დააქვეითებს და არასასურველი პროდუქტების შეძენას თავიდან აგაცილებთ.
ამაში ასევე დაგეხმარებათ შოპინგის წინ დიდი რაოდენობით წყლის დალევა. ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში თავს უფრო დანაყრებულად იგრძნობთ - მადაც დაქვეითდება და არასაჭირო პროდუქტებისკენ თვალი აღარ გაგექცევათ".