1734811316
ჩაიჩურჩულეთ ეს ჯადოსნური შელოცვა იმისთვის, რომ მოიზიდოთ სიყვარული და ფული...
ჩურჩულით ნათქვამი შელოცვა განსაკუთრებულია. მათი დახმარებით შესაძლებელია წარმატების მიზიდვაც და უსიამოვნებებისგან თავის დაცვაც. ეს ერთგვარი მაგიური სასწრაფო დახმარებაა...
შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ... უმჯობესია, შეამოწმოთ!
ჩურჩული წარმატებისთვის
-თუ გსურთ წარმატება მიიზიდოთ, მაშინ, გადააბიჯებთ რა სახლის ზღურბლს, ჩაიჩურჩულეთ:
„ჭეშმარიტება იმაშია, რომ ამ ზღურბლს იქით ჩემი ძალაა“
-თუ გსურთ თავი დაიცვათ უფროსის რისხვისგან:
„ მე მარცხენა ნაპირზე ვარ, შენ -მარჯვენაზე. იყვირებ -არ იყვირებ, მაინც ვერ დამიყვირებ“. ეს უნდა ჩაიჩურჩულო უფროსთან შეხვედრამდე მაშინ, როდესაც ის რამით უკმაყოფილოა.
- თუ გსურთ დღემ წარმატებულად ჩაიაროს, დილით ადექით მარჯვენა ფეხით და თქვით:
„საითაც მარჯვენა ფეხი მიდის, იქითაა მარცხენაც. სადაც მე, ჩემი წარმატებაც იქ“.
ჩურჩულით ნათქვამი შელოცვა ფულისთვის
-ფულის მიღებისას, ჩაიჩურჩულეთ:
„ფული ჯერ ჯიბეში, მალე მთელი ჩემოდანიც იქნება“.
ჩურჩული საფულისთვის:
„ჩხრიალებს ჩემი საფულე, ფულისგან სუქდება. დღითი დღე ჩემი წარმატება უფრო მწვანე ხდება“.
თუ გასცემთ ფულს, ჩაიჩურჩულეთ:
„ფულს ვაძლევ, მაგრამ უკანვე ველოდები“.