„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ბლოგერმა დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც უკვე ხუთი წელია გამათბობელი არ ჩაურთავს, საკუთარი გამოცდილება ნიუ-იორკ პოსტს გაუზიარა.
ინფლუენსერმა და პირადი ფინანსების ონლაინ ექსპერტმა კლერ დე ლისმა შექმნა TikTok-ზე მოკლე ვიდეოების სერია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარჩეთ სახლში თბილად და თან დაზოგოთ გათბობის ხარჯები.
დე ლისის თქმით, ის ხუთი წელია ცივ ამინდში გათბობის გარეშეა. ”მინდა, რომ ადამიანებმა იცოდნენ, როგორ იყვნენ კომფორტული და არ იტანჯონ ზამთარში,” - ამბობს ის.
ბლოგერი გვირჩევს წინასწარ მოვიმარაგოთ საბნები და თბილი პლედები, და მოათავსოთ ისინი არა მხოლოდ საძინებელში, არამედ სხვა ოთახებშიც - მაგალითად, სამზარეულოში, სასადილო ოთახში და მისაღებში.
ასევე, ბლოგერის რჩევას თუ გავითვალისწინებთ, მნიშვნელოვანია თბილი წინდები, საუკეთესო არჩევანია მატყლის წინდები. „მატყლი საუკეთესოა სითბოსთვის.ზოგიერთ წინდას მე უკვე 7 წელია ვატარებ“ - ამბობს ახალგაზრდა ქალი და გვირჩევს სახლისთვის ხელთათმანების შეძენასაც. სრულად
ასევე ნახეთ:
მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - როგორი იქნება დღევანდელი დღე
VIDEO: რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და როგორ უნდა აირიდოთ ეს პრობლემა თავიდან