პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც ენერგეტიკულად რთული იქნება. აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მოერიდეთ კამათს და გარშემომყოფებთან კონფლიქტს.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა მარტივი პრობლემების სწრაფად მოსაგვარებლად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, წვეულებებისა და საიუბილეო საღამოების, ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა
– გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ნაცრისფერი, ასევე ფირუზი, ქარვა, ლაბრადორი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას
ასევე ნახეთ:
როგორ მოხიბლავენ ყველას ზოდიაქოს ეს ნიშნები ახალ წელს
„ამ ნიშნისთვის საუკეთესო დრო იქნება წლის პირველი ნახევარი“ - ნახეთ, ვის გაუმართლებს 2024 წელს