„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
არის თუ არა საკმარისი ბავშვის თანდასწრებით მოწევაზე უარის თქმა?! - ამ კითხვას დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია „რუსთავი 2-ის“ ეთერში პასუხობს.
„ატოპიური დერმატიტი არის ხშირი ყველაზე მეტად ბავშვებში. თუ ბავშვი არის პასიური მწეველი ან მესამე ხელით მწეველი, რას ნიშნავს ეს - თუ მშობელი მოიხმარს თამბაქოს და ეს კვამლი ილექება, მიკრო შრეებს ქმნის ბავშვის კანზე, ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან შეიძლება იყოს დაავადების გამამწვავებელი ფაქტორი.
ამიტომაც ადამიანისთვის რომელიც არ არის მწეველი სარისკოა ჩაჯდეს იმ ავტომობილში, რომელ ავტომობილშიც ეწეოდნენ, სარისკოა შევიდეს იმ დაწესებულებაში, იმ ოთახში სადაც ეწეოდნენ და ა.შ
აღქმა ამისა ძალიან რთულია. ჩვენ სტატისტიკას თუ გადავხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების, რატომ შემცირდა მწეველობა? ზუსტად დაიწყეს ეს ე.წ კამპანია, რომელსაც ჩვენ ვეწევით პაციენტის დონის განათლების ამაღლება“, - ამბობს ზაზა თელია.