„ამცირებს ქოლესტერინს, აძლიერებს ძვლებს“ - ნახეთ, რა უნდა იცოდეთ ფინიკის შესახებ და როგორ არ მოტყუვდეთ მისი შეძენისას

ფინიკი

ფინიკში ბევრი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინია. ერთადერთი უარყოფითი არის შაქრის მაღალი შემცველობა (93 გ თითო ჭიქა). ამიტომ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დიაბეტიანმა და ჭარბწონიანმა ადამიანებმა უნდა დაივიწყონ ფინიკი.

ფინიკი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს. ამ ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით ფინიკი ამცირებს ქოლესტერინს, ახდენს ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებას, აძლიერებს ძვლებს, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. ფინიკის ოპტიმალური დღიური დოზა მოზრდილებისთვის არის არა უმეტეს 10 ცალი. მიზანშეწონილია მათი ჭამა დღის პირველ ნახევარში. და, რა თქმა უნდა, არა ყოველდღე.

კანი - ფინიკის "კანი" არ უნდა იყოს დამსკდარი, ის უნდა იყოს მკვრივი და ერთგვაროვანი.
ფერი

თუ ფინიკი ღია ყავისფერია, მაშინ მისგან რაიმე სარგებელს ვერ მიიღებთ. ნაყოფის მუქი ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ფინიკი ბუნებრივად დამწიფდა ხეზე.
 
ბზინვარება - იმისათვის, რომ პროდუქტს ბზინვარება ჰქონდეს, გამყიდველები ხშირად ზედაპირს ზეთს უსვამენ. ამიტომ ნუ იყიდით ასეთ ფინიკს.

შენახვა - მიზანშეწონილია ფინიკის შენახვა ჰერმეტულ (მინის) ჭურჭელში გრილ, ბნელ ადგილას.
როგორ მოვაშოროთ ემულგატორები მარკეტებში ნაყიდ ჩირს?

გაითვალისწინეთ: ფინიკს აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი და ნახშირწყლების შემცველობა. აუცილებლად მიიღეთ ფინიკი წყალთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კარიესი გაგიჩნდეთ.

ასევე ნახეთ:

„მათი მაგიური ძალა მოქმედებს ყველაფერზე...“ - რის შესახებ წერს ეზოთერიკოსი

„ახალი წელი მოგცემთ იმას, რაც ბედნიერებისთვის გაკლიათ“ - დასახელდა 2024 წლის ფავორიტი ნიშნები

VIDEO: დიეტა 40 წლის შემდეგ - ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძის რეკომენდაცია