„ძალიან ეჭვიანი ვარ... სანდრო საერთოდ ვერ იგებს, ისე ვბლოკავ ვიღაცებს“- თამუნა მუსერიძე

მუსერიძე

გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად, თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე იმყოფებოდნენ. წამყვანმა წყვილს ჰკითხა, ბოლოს რაზე იეჭვიანეს. სანდრომ აღნიშნა, რომ ეჭვიანია.

საერთოდ, ვარ ეჭვიანი, უბრალოდ, მიზეზებიდან გამომდინარე, მე ჩვენ ურთიერთობაში არაფერი საეჭვიანო არ მაქვს, თავიდან, როცა ურთიერთობას ვიწყებდით, მაშინ ცოტას ვეჭვიანობდი. თუ რამის მეშინია ცხოვრებაში არის ის, რომ მეშინია ჩვენი ურთიერთობის არ დაინგრეს. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ბუნებით ეჭვიანობა ვცდილობ, ჩემში ჩავკეტო“. – განმარტავს სანდრო.

თამუნა მუსერიძემ კი აღნიშნა, რომ ძალიან ეჭვიანია.

„ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ მე არ ვაძლევ სხვებს იმის უფლებას, რომ მაეჭვიანონ. სანდროს ტელეფონი ძირითადად, ბავშვებს აქვთ, თუმცა, ასე სანდროს ჰგონია. ხშირ შემთხვევაში, მე მაქვს და როგორც კი შევდივარ მესინჯერში, ვიღაცებს ვბლოკავ, ისე რომ სანდრომ ამის შესახებ საერთოდაც არ იცის.

ჩემთვის არასასიამოვნო მესიჯი ან მეგობრის სურვილი რომ შემოდის, მაშინვე ვბლოკავ, აღელვების გარეშე“. – აღნიშნა თამუნამ.

ასევე ნახეთ:

12 წელი მიუსაჯეს ქალს, რომელიც ოჯახში შეიჭრა, ადამიანები დაკბინა და მათი ძაღლი მოკლა (აშშ)

დღეში რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროთ, რომ დემენცია არ დაგემართოთ - ახალი კვლევა